სიახლეები - პროექტ “რე-კონცეფციის” დასკვნითი ღონისძიება

პროექტ “რე-კონცეფციის” დასკვნითი ღონისძიება

24.11.2020
7 დეკემბერს, სსიპ შემოქმედებითი საქართველოს ორგანიზებით დისტანციურად (ონლაინ) გაიმართება პროექტ “რე-კონცეფციის” დასკვნითი ღონისძიება, რომლის მიზანიც ფართო საზოგადოებისთვის პროექტის მეორე წლის მიღწევების გაცნობა და საინტერესო ქართული და ბრიტანული ფესტივალების შესახებ ინფორმაციის გაზიარებაა.

პროექტი “რე-კონცეფცია” ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოს საგრანტო პროგრამის, “შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლება უმაღლესებში”, ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის ბრიტანული პარტნიორია ისტ ანგლიის უნივერსიტეტი (UEA, UK).

ღონისძიებაზე საშუალება გენებათ გაეცნოთ:
პროექტის შედეგების პრეზენტაციას;
  • ბრიტანული და ქართული კულტურული ფესტივალების მენეჯერების პანელურ დისკუსიას ფესტივალების განვითარების, პანდემიის მიერ შექმნილი გამოწვევებისა და მათი გადაჭრის შესაძლო გზების თაობაზე;
  • დევიდ პერიშის სპეციალურ სესიას კულტურის კომერციალიზაციაზე;
  • პროექტის მონაწილე სტუდენტური გუნდების მიერ, რეგიონული ფესტივალების შესახებ მომზადებული ახალი კონცეფციების პრეზენაციებს, ე.წ. პიჩინგებს.

“პიჩინგი”ს გამარჯვებული გუნდი საჯარო ხმის მიცემის პრინციპით გამოვლინდება.
სხვა პრიზებთან ერთად, გამარჯვებული გუნდი მიიღებს, შემოქმედებითი მეწარმეობის ინგლისელი პროფესიონალის, დევიდ პერიშის მიერ შემუშავებული სასწავლო კურსის - "თქვენი შემოქმედებითი ბიზნესის ხელახალი დიზაინი - ონლაინ ინსტრუმენტარიუმი თქვენი ბიზნესის მოდელის დიზაინის ნამდვილი წარმატებისთვის”, - გავლის შესაძლებლობას. https://www.davidparrish.com/product/re-designing-your-creative-business-online-toolkit/

ღონისძიებაზე რეგისტრაცია სავალდებულოა!
სარეგისტრაციო ბმული: forms.gle/niotZ1XR73KdmaaD9

დადასტურების შემთხვევაში, მითითებულ ელ. ფოსტაზე გამოგეგზავნებათ ღონისძიების ბმული.

ღონისძიება გაიმართება ინგლისურ ენაზე.