სიახლეები - პროექტი" ინკლუზიურობის მხარდაჭერა კულტურაში" - მრჩეველთა საბჭო

პროექტი" ინკლუზიურობის მხარდაჭერა კულტურაში" - მრჩეველთა საბჭო

22.03.2021
სსიპ შემოქმედებითი საქართველო ახორციელებს პროექტს “ინკლუზიურობის მხარდაჭერა კულტურაში“ ბრიტანეთის საბჭოს საგრანტო პროგრამის “შეუზღუდავი შესაძლებლობები” ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოში, ხელოვნებასა და კულტურაში ინკლუზიურობის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია და ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების საკითხში მისი როლის შესახებ ცნობიერების ამაღლება. 

პროექტის განხორციელების პროცესში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია პროექტის მრჩეველთა საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, კულტურის აქტორების, ინკლუზიურობის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლების და სპეციალური საჭიროების მქონე პირებისგან.



პროექტის მრჩეველთა საბჭოს მიზანია ხელი შეუწყოს კულტურაში ინკლუზიურობის შესახებ ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლას და სექტორთაშორისი კომუნიკაციის გაღრმავებას. ამასთანავე, ბრიტანელ ექსპერტს პერიოდულად მიაწოდოს რელევანტური ინფორმაცია საკუთარი კომპეტენციის შესაბამისად.
1-(2).png

2.png3.png4.png