სიახლეები - რე-კონცეფცია

რე-კონცეფცია

22.02.2019

27 თებერვალს, თსუ-ს პირველ კორპუსში, 115-ე აუდიტორიაში, იმართება შემოქმედებითი საქართველოსა და ისთ ანგლიის (UEA) საერთო პროექტის „რეკონცეფციის“ პრეზენტაცია.

დასაწყისი: 11:00 სთ-ზე.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ აქ


რეკონცეფციის პროექტი დაფინანსებულია ბრიტანეთის საბჭოს მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამის - „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლება უმაღლესებისათვის“, ფარგლებში. პროექტის მიზანია სტუდენტების ბიზნეს უნარების გაუმჯობესება და ინგლისური ენის ცოდნის დონის ამაღლება. სტუდენტების ჩართულობით შემუშავდება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმების რეკონცეფციები, რაც ორგანიზაციების მენეჯმენტის ახლებულ გააზრებას და ბიზნესმიდგომების დანერგვას გულისხმობს. 

პროექტის ფარგლებში შემუშავდება შემდეგი მუზეუმების რეკონცეფციები: აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მუზეუმი, ბათუმის რელიგიის მუზეუმი და ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი.

იხილეთ რე-კონცეფციის დღის წესრიგი

იხილეთ რე-კონცეფციის დღის წესრიგი ინგლისურ ენაზე

ღონისძიება ფეისბუქზე


დასწრება თავისუფალია.