სიახლეები - "საბავშვო და რეგიონული ლიტერატურული ჟურნალების გამოცემის ხელშეწყობა" - გამარჯვებული პროექტები 2021

"საბავშვო და რეგიონული ლიტერატურული ჟურნალების გამოცემის ხელშეწყობა" - გამარჯვებული პროექტები 2021

24.08.2021
სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს" კონკურსის „საბავშვო და რეგიონული ლიტერატურული ჟურნალების გამოცემის ხელშეწყობა“ შედეგები ცნობილია.

2021 წლის კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა 4 პროექტი:

1. საბავშვო ჟურნალი „დილა“/შპს „საბავშვო ჟურნალი დილა“ 
2. სალიტერატურო ჟურნალი „ებგური“ / ა(ა)იპ „შემოქმედებითი გაერთიანება ებგური“
3. ჟურნალი „ოლე“/ ა(ა)იპ „ლიტერატურული კახეთი“ 
4. საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალი „აფინაჟი“ / შპს „ჟურნალი აფინაჟი“

კონკურსის მიზანია: ქვეყანაში სალიტერატურო პროცესების გააქტიურება და პოპულარიზაცია, სამომცემლო სექტორის მხარდაჭერა. ერთი მხრივ, საბავშვო ლიტერატურული პერიოდული გამოცემების ხელშეწყობა, მეორე მხრივ, რეგიონული ლიტერატურული ჟურნალების წახალისება. ქართველი საბავშვო და რეგიონული ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა. სალიტერატურო კრიტიკის განვითარება პერიოდული გამოცემების ხელშეწყობის გზით.

კონკურსი განხორციელდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით.

გამარჯვებულ პროექტებზე გადაწყვეტილება მიიღო სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილმა საკონკურსო კომისიამ.

წარმატებას ვუსურვებთ კონკურსის ბენეფიციარებს პროექტების განხორციელებაში!