News - საბავშვო და რეგიონული ლიტერატურული ჟურნალების გამოცემის ხელშეწყობა

საბავშვო და რეგიონული ლიტერატურული ჟურნალების გამოცემის ხელშეწყობა

8/2/2021
კონკურსის მიზანია ქვეყანაში, მათ შორის რეგიონებში, სალიტერატურო პროცესების გააქტიურება და პოპულარიზაცია, სამომცემლო სექტორის მხარდაჭერა. ერთი მხრივ, საბავშვო პერიოდიკის განვითარების ხელშეწყობა, მეორე მხრივ, რეგიონული ლიტერატურული ჟურნალების წახალისება. ქართველი საბავშვო და რეგიონული ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა. სალიტერატურო კრიტიკის განვითარება პერიოდული გამოცემების ხელშეწყობის გზით.

 

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება:
  • საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს;
  • საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს;
  • საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს უნდა ჰქონდეთ აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

პროექტით გათვალისწინებული თანხის მოცულობა:
სამინისტროს მიერ კონკურსისათვის გამოყოფილი საერთო ბიუჯეტი შეადგენს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს;

კონკურსის ვადები:
კონკურსში განცხადების მიღების ვადად განისაზღვრება კონკურსის გამოცხადებიდან არაუმეტეს 10 კალენდარული დღე. იმ შემთხვევაში, თუ განცხადებების მიღების ბოლო ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, მათი მიღების ბოლო ვადად განისაზღვრება მომდევნო სამუშაო დღე;

საპროექტო განაცხადები მიიღება ელექტრონული ფორმით, 2021 წლის 2 აგვისტოდან - 12 აგვისტოს 12:00 სათამდე;

გამარჯვებულ პროექტებზე გადაწყვეტილებას იღებს სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საკონკურსო კომისია,  საპროექტო განაცხადის  მიღების ვადის ამოწურვიდან 7კალენდარული დღის ვადაში;

კონკურსის შედეგები ქვეყნდება სსიპ შემოქმედებითი საქართველოს ვებ-გვერდზე - creativegeorgia.ge, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

ყველა პროექტი უნდა დასრულდეს და საბოლოო ფინანსური და შინაარსობრივი ანგარიში წარმოდგენილი უნდა იქნეს არაუგვიანეს 2021 წლის პირველი დეკემბრისა.

კონკურსის წესი და პირობები

დანართი N1 - განცხადების ფორმა

დანართი N2 - საპროექტო განაცხადი

დანართი N3 - დაზუსტებული ინფორმაცია

დანართი N4 - შესრულების ანგარიში

კონკურსთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, ასევე იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილ განაცხადზე დასტური არ მიიღეთ ერთ სამუშაო დღეში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: ngadilia@creativegeorgia.ge
საკონტაქტო ტელ: +995 555 383029