სიახლეები - საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი - CinéDOC-Tbilisi

საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი - CinéDOC-Tbilisi

12.04.2017
CinéDOC-Tbilisi კავკასიაში ერთადერთი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალია. წელს, ფესტივალის მეხუთე გამოშვებაზე მაყურებელს საშუალება ექნება ნახოს 67 მრავალი საერთაშორისო პრიზის მქონე ფილმი მსოფლიოს 30 ქვეყნიდან. ასევე შეხვდეს რეჟისორებს, პროდიუსერებს, ოპერატორებს, პროტაგონისტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფესტივალების წარმომადგენლებს. დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს მასტერკლასებში, ფიჩინგებში, დისკუსიებსა და კითხვა-პასუხის სესიებში. 

კინოჩვენებებს უმასპინძლებენ კინოთეატრები რუსთაველი, ამირანი და ქოლგა, ასევე ფილმების ნახვა შესაძლებელი იქნება Backstage75-სა და მზიურში.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ბმული