სიახლეები - საკონსულტაციო შეხვედრები

საკონსულტაციო შეხვედრები

10.02.2020

სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“, რომელიც სამომავლოდ უნდა ჩამოყალიბდეს კულტურის ეროვნულ ფონდად,  კულტურისა და აუდიოვიზუალური სექტორის ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სხვადასხვა სფეროს ხელოვანებთან 2020 წლის 17, 18 და 20 თებერვალს, დღის 13:00 საათზე, მართავს საკონსულტაციო შეხვედრებს „შემოქმედებითი საქართველოს“ ოფისში (ვ. დოლიძის # 28). შეხვედრების მიზანია კულტურის ეროვნული ფონდის შემდგომი მუშაობის პრინციპების განსაზღვრა. 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: Lmetreveli@creativegeorgia.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე - 598958471.

განსახილველი საკითხები: 
  • სექტორის საჭიროებები;
  • განვითარების პერსპექტივები;
  • დაგეგმილი ღონისძიებები;
  • ფონდის წვლილი სექტორის განვითარებაში;
  • ფონდის მუშაობის სავარაუდო პრინციპები.