სიახლეები - შემოქმედებითი ინდუსტრიების კვლევის მხარდაჭერის კონკურსი - გამარჯვებული პროექტები 2020

შემოქმედებითი ინდუსტრიების კვლევის მხარდაჭერის კონკურსი - გამარჯვებული პროექტები 2020

31.12.2020
ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით, „შემოქმედებითი საქართველოს“ მიერ გამოცხადებული  კონკურსის  „შემოქმედებითი ინდუსტრიების კვლევის მხარდაჭერა საქართველოში“ შედეგები ცნობილია!
 
შეგახსენებთ, რომ კონკურსის მიზანია შემოქმედებითი მეწარმეობის სექტორის გაძლიერება, კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობისა და სექტორის წარმომადგენლებში კვლევისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებით.

კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა 3 პროექტი:
  • “თანამედროვე ხელოვნების ბაზარი“ - სსიპ „აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია“ - 13 000 ლარით;
  • „კულტურის აქსელერატორი 2.0“ - ა(ა)იპ „კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია.“ შემოთავაზებული კვლევა „კულტურის აქსელერატორი 2.0“ - 11 890 ლარით;
  • „საქართველოს შავიზღვისპირა ქალაქების (ბათუმი, ფოთი) კომერციული და ინტერნაციონალური პოტენციალი საშემსრულებლო ხელოვნებაში“ - „ა(ა)იპ ქართული თეატრის ელექტრონული არქივი“– 9 850 ლარით. 
გამარჯვებულ პროექტებზე გადაწყვეტილება მიიღო სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილმა საკონკურსო კომისიამ.
 
წარმატებას ვუსურვებთ კონკურსის ბენეფიციარებს პროექტების განხორციელებაში!