News - შემოქმედებითი ინდუსტრიების კვლევის მხარდაჭერის კონკურს 2020

შემოქმედებითი ინდუსტრიების კვლევის მხარდაჭერის კონკურს 2020

12/4/2020
„ შემოქმედებითი საქართველო“, ბრიტანეთის საბჭოს ხელშეწყობით, აცხადებს შემოქმედებითი ინდუსტრიების კვლევის მხარდაჭერის კონკურსს.

კონკურსის მიზანია შემოქმედებითი მეწარმეობის სექტორის გაძლიერება, კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობისა და სექტორის წარმომადგენლებში კვლევისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებით.

➔  კონკურსი ითვალისწინებს კვლევითი საქმიანობის განხორციელებას ჩამოთვლილი 4 მიმართულებიდან  მხოლოდ 1-ის შესახებ:  (1) შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთ ქვესექტორში  ან/და ქვესექტორთა ჯგუფში უნარებისა და კომპეტენციების საჭიროებათა ანალიზი; (2) შემოქმედებითი ინდუსტრიების მიმართულებით სექტორული თუ ქვესექტორული ასოციაციებისა თუ კავშირების/ორგანიზაციების საჭიროებათა ანალიზი;  (3) მუნიციპალურ პოლიტიკასა და პრაქტიკაში შემოქმედებითი ინდუსტრიების რესურსებისა და განვითარების პოტენციალის ანალიზი; (4) შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის კომერციალიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით არსებული მდგომარეობის/პრაქტიკის და განვითარების პოტენციალის შეფასება.                                   
➔  პროექტის ფორმატი: კონკურსი ითვალისწინებს გამარჯვებული პროექტების ბენეფიციარების მიერ დაგეგმილი კვლევის პროცესში „ბრიტანეთის საბჭოს“ მიერ შერჩეული ბრიტანელი ექსპერტის ჩართულობას: - ონლაინ კონსულტაციებს. კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობაა საგრანტო კონკურსში ჩართული პერსონალიდან მინიმუმ ერთი ფლობდეს ინგლისურ ენას, რათა შესაძლებელი გახდეს კონკურსის მიმდინარეობის პროცესში ბრიტანელ ექსპერსტთან კომუნიკაცია.


კონკურსის ვადები: საკონკურსო დოკუმენტაცია ელექტრონული ფორმით მიიღება 2020 წლის 8 დეკემბრიდან - 22 დეკემბრის 18 საათამდე. მისამართზე: Lmetreveli@creativegeorgia.ge.
პროექტის საბოლოო ანგარიშის წარმოდგენის ვადა განსაზღვრულია 2021 წლის 1-ლ მარტამდე.
 
➔           პროექტით გათვალისწინებული თანხის მოცულობა: ერთი პროექტისთვის მოთხოვნილი მაქსიმალური თანხა არ უნდა აღემატებოდეს 13 000 ლარს.
➔           კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ შემდეგ სუბიექტებს:
ა) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს;
ბ) საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს;
გ) საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმე იურიდიულ პირებს.
 
/დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია თანდართულ დოკუმენტში კონკურსის წესი და პირობები/
 
გამარჯვებულ პროექტებზე გადაწყვეტილებას იღებს სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საკონკურსო კომისია,  საპროექტო განაცხადის მიღების ვადის ამოწურვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
 
კონკურსის შედეგები ქვეყნდება სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ვებ-გვერდზე, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

ყველა პროექტი უნდა დასრულდეს და საბოლოო ფინანსური და შინაარსობრივი ანგარიში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2021 წლის 1-ლი მარტისა.
 
კონკურსის წესი და პირობები

განაცხადის ფორმა

ბიუჯეტი

ანგარიშის ფორმა

➔  ➔  ➔  სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“ კონკურსთან დაკავშირებულ საკითხებზე Online საკონსულტაციო შეხვედრებს მართავს, საკონკურსო ვადებში, ყოველ  ხუთშაბათ დღეს, 14:00 საათიდან 15:00 საათამდე, Zoom- ის ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით. ინფორმაცია საკონსულტაციო საათების დეტალური განრიგისა და შეხვედრის ბმულების თაობაზე განთავსდება „შემოქმედებითი საქართველოს“ ვებ-გვერდსა და ორგანიზაციის Facebook გვერდზე.
 
კონკურსთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, ასევე იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილ განაცხადზე დასტური არ მიიღეთ ერთ სამუშაო დღეში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: Lmetreveli@creativegeorgia.ge