სიახლეები - შემოქმედებითი მეწარმეობის აკადემია 2019

შემოქმედებითი მეწარმეობის აკადემია 2019

21.03.2019
შემოქმედებითი მეწარმეობის აკადემია 2019 :
წლევანდელი შემოქმედებითი მეწარმეობის აკადემიის მთავარი თემაა ფესტივალების როლი ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში.
თარიღი: 4 აპრილი, 2019
ადგილი: სასტუმრო რუმსი (ლოლიტას საკონფერენციო სივრცე)
დრო: 11:00-17:00

რეგისტრაცია

შემოქმედებითი მეწარმეობის აკადემიაზე დასწრებით ისარგებლებენ:
• ეროვნული, რეგიონალური და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები;
• ფესტივალების ორგანიზატორები;
• შემოქმედებითი ინკუბატორები და სტარტაპ აქსელერატორები;
• სხვადასხვა შემოქმედებითი ცენტრები და კლასტერები;
• შემოქმედებით ინდუსტრიაში მომუშავე ორგანიზაციები;
• უნივერსიტეტები და  საწვრთნელ-საგანმანათლებლო ცენტრები.

შემოქმედ პროფესიონალებსა და ბიზნესებს საკუთარი პოტენციალის სრული გამოყენებისათვის ჰაერივით სჭირდებათ მათი მოღვაწეობის მხარდამჭერი გარემო იმ ქალაქებსა და რეგიონებში სადაც ისინი ცხოვრობენ.

მეორე მხრივ, ქალაქები და რეგიონები, სადაც შემოქმედი პროფესიონალები და ბიზნესები მოღვაწეობენ, მათი იქ ყოფნით იღებენ უზარმაზარ სარგებელს, როგორიცაა ნიჭიერი და საქმიანი ადამიანების მოზიდვა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა თუ ეკონომიკური და კულტურული ზრდა. გარდა ამისა, როგორც წესი სწორედ ამ ადამიანების წყალობით ხდება ამა თუ იმ ქალაქის/რეგიონის წინაშე მდგარი კრიტიკული გამოწვევების გადაწყვეტა.

ესტონური და ქართული წამყვანი ფესტივალების დამფუძნებლები ილაპარაკებენ საკუთარი ორგანიზაციების მისიებზე, ფესტივალების ინოვაციურად ჩატარების გამოცდილებაზე და სასურველი თუ არასასურველი შედეგების შეფასებაზე. ამის გარდა, ესტონელი ექსპერტები გაგვიზიარებენ ფესტივალის მომზადებისა და ჩატარების სხვადასხვა ასპექტებს, როგორიცაა ბრენდინგი, დაფინანსება და სერვისების დაგეგმვა.

წლევანდელი აკადემიის თემა ადგილობრივ განვითარებაზე შემოქმედებითი ეკონომიკის გავლენის შეფასებაა. აკადემიის ორგანიზატორები გეგმავენ ყველასთვის ხელმისაწვდომი პლატფორმის განვითარებას, სადაც მოხდება ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. 
შემოქმედებითი მეწარმეობის აკადემიის მხარდამჭერია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ღონისძიება Facebook-ზე