სიახლეები - „შემოქმედებითი ქალაქებისა და რეგიონების ინიციატივის“ პროექტის პრეზენტაცია

„შემოქმედებითი ქალაქებისა და რეგიონების ინიციატივის“ პროექტის პრეზენტაცია

18.04.2017
12 აპრილს, ქალაქ მცხეთაში გაიმართა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის „შემოქმედებითი ქალაქებისა და რეგიონების ინიციატივის“ პროექტის პრეზენტაცია. პროექტის მიზანს წარმოადგენს კულტურისა და შემოქმედების სექტორში პოტენციურად დაინტერესებული პირების ცნობიერების ამაღლება, ადგილობრივი შემქომედებითი რესურსის შესახებ მონაცემების შეგროვება და შემოქმედებითი ინდუსტრიების პოტენციალის განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავება.

ღონისძიების პირველი ნახევარი დაეთმო პროექტის შესახებ ინფორმაციის გაზიარებას, მეორე ნახევარში კი, გაიმართა ღია დისკუსია რეგიონებში შემოქმედებითი ეკოსისტემების ჩამოყალიბების მნიშვნელობასა და პერსპექტივაზე.

ღონისძიების ფარგლებში, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ თანამშრომლებმა ისაუბრეს ორგანიზაციის დაფუძნების, ხედვის, მისიისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ. დამსწრე საზოგადოებას, ინტერესის შესაბამისად, გააცნეს დამატებითი ინფორმაცია შემოქმედებითი ევროპის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ, ასევე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, შემოქმედებითი საქართველოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივის, კულტურული მარშრუტების განვითარების შესახებ.