სიახლეები - შემოქმედებითი საქართველო GDPNet-ის გენერალურ ანსამბლეაზე

შემოქმედებითი საქართველო GDPNet-ის გენერალურ ანსამბლეაზე

08.12.2021
სსიპ შემოქმედებითი საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო სახალხო დიპლომატიის გლობალური ქსელის (GPDNet) მე-7 გენერალურ ასამბლეაში, რომელიც, 2021 წლის 29 ნოემბრიდან - 1-ლი დეკემბრის ჩათვლით, კატარის სახელმწიფოს დედაქალაქ დოჰაში გაიმართა.

3-დღიანი ღონისძიების მიმდინარეობისას, შეთანხმდა ქსელის ორგანიზაციად გარდაქმნის საკითხი, რაც მის მანდატსა და უფლებამოსილებებს მნიშვნელოვანწილად განავითარებს. გენერალური ასამბლეის ფარგლებში, სხვა აქტივობებთან ერთად, გაიმართა წევრი ორგანიზაციების საპროექტო შეთავაზებების პრეზენტაციებიც. GPDNet-ის მიერ შერჩეულ 4 პროექტს შორის მოხვდა შემოქმედებითი საქართველოს მიერ ინიცირებული და შემუშავებული პროექტი - „ინოვაციური ბიზნეს ინკუბატორი”. 

შემდგომ ეტაპზე, შემოქმედებითი საქართველო აქტიურად იმუშავებს ქსელის პრეზიდენტ ორგანიზაციასთან - „კატარის ფონდთან”, ასევე, პროექტით დაინტერესებულ სხვა წევრ ორგანიზაციებთან, პროექტის საერთაშორისო მასშტაბით განხორციელებისა და საქართველოს შემოქმედებითი სტარტაპებისათვის ახალი საერთაშორისო პლატფორმის შექმნისთვის. 

შემოქმედებითი საქართველო ქსელის სრულუფლებიანი წევრი 2020 წელს გახდა. ქსელი 2014 წელს ქ. სეულში, კორეის ფონდის (Korea Foundation) ინიციატივით დაფუძნდა და მისი მიზანია ხელი შეუწყოს კულტურის დიპლომატიის განვითარებას და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას კულტურისა და საზოგადოებრივი ინიციატივების, ცოდნის გაზიარების მეშვეობით.