სიახლეები - „შემოქმედებითი საქართველო“ კრეატიული მეწარმეობის აკადემია 2017-ზე

„შემოქმედებითი საქართველო“ კრეატიული მეწარმეობის აკადემია 2017-ზე

21.04.2017
20-22 აპრილს, CBC Georgia-მ Creative Estonia-სთან თანამშრომლობით ტრენინგ-კურსი - კრეატიული მეწარმეობის აკადემია 2017 გამართა. კურსის მიზანს კრეატიული მეწარმეების ხელშეწყობა და მათი პოტენციალის რეალიზება წარმოადგენდა.

ტრენინგს ესწრებოდნენ სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ წარმომადგენლები, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირები, კრეატიული ჰაბების მენეჯერები, კულტურული ინსტიტუტების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ინვესტორები და ბიზნესის წარმომადგენლები.

ტრენინგის ფარგლებში, მოწვეულმა უცხოელმა სპეციალისტებმა ისაუბრეს ევროპის ქვეყნებში შემოქმედებითი სექტორის განვითარების, კრეატიულ/ინოვაციური პროცესების მართვის და შემოქმედებითი ბიზნესების მნიშვნელობის შესახებ. გარდა ამისა, სპეციალისტებმა ისაუბრეს იმის შესახებ, თუ როგორ  უნდა წარადგინონ შემოქმედებითმა მეწარმეებმა ბიზნეს მოდელი და როგორ მოიზიდონ ინვესტორები, რა სარგებელს იღებენ სხვა ინდუსტრიები კრეატიულ ადამიანებთან მუშაობით და როგორ შევუწყოთ ხელი მათ თანამშრომლობას.

ტრენინგის დასკვნით დღეს, გაიმართა სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ პრეზენტაცია. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს სსიპ-ის დაფუძნების, ხედვის, მისიისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ, დამსწრე საზოგადოებას გააცნეს შემოქმედებითი სფეროს მხარდაჭერის ის შესაძლებლობები, რომლებიც არსებობს ორგანიზაციის ფარგლებში და განიხილეს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის პერსპექტივები.