News - „შემოქმედებითობის წითელი ხიდი“ („Red Bridge of Creativity“) -პირველი სადისკუსიო შეხვედრა

„შემოქმედებითობის წითელი ხიდი“ („Red Bridge of Creativity“) -პირველი სადისკუსიო შეხვედრა

11/20/2021
„შემოქმედებითობის წითელი ხიდი“ („Red Bridge of Creativity“) აზერბაიჯანისა და საქართველოს შემოქმედებითი ინდუსტრიების კულტურული და შემოქმედებითი თანამშრომლობის ახალი პლატფორმაა. პლატფორმის შექმნა „შემოქმედებითი აზერბაიჯანისა“ და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“  ერთობლივი ინიციატივაა აზერბაიჯანის კულტურისა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგარდობის სამინისტროების უშუალო ჩართულობით. 

პლატფორმის ფარგლებში ორშაბათს, 22 ნოემბერს, 11 საათზე გაიმართება პირველი სადისკუსიო შეხვედრა, რომელიც მიეძღვნება თანამედროვე ვიზუალურ ხელოვნებას. ღონისძიება ითვალიწინებს როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრებო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობას. მხარეები ერთმანეთს გაუზიარებენ თანამედროვე ვიზუალურ ხელოვნებასა და თუ ზოგადად შემოქმედებითი ინდუსტრიების მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებს, გამოკვეთენ თანამშრომლობის პერსპექტივებს.

ღონისძიების მიზანია ქართული და აზერბაიჯანული კულტურების დაახლოება და არტისტების პრაქტიკისა და იდეების გაზიარება ორივე ქვეყნის ვიზუალური ხელოვნების სექტორებს შორის მჭიდრო საქმიანი კავშირების წახალისება „შემოქმედებითობის წითელი ხიდის“ პლატფორმის ფარგლებში.