სიახლეები - "შესანიშნავი გამოფენა"

"შესანიშნავი გამოფენა"

20.03.2019
თეა ჯორჯაძის გამოფენამ - "o potio n", რომელიც 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იყო წარმოდგენილი, Dr. Marschner-ის საგამოფენო ჯილდოს “შესანიშნავი გამოფენის” სპეციალური წოდება მიიღო.

The Dr. Marschner Stiftung - დოქტორ მარშნერის სახელობის ფონდია, რომელიც ყოველწლიურად ფრანკფურტში საუკეთესო გამოფენებს აჯილდოვებს. ჟიურის შეფასებით, გამოფენა“o potio n" ახლებური ხედვით გამოირჩეოდა და მან მაყურებელს საინტერესო ასპექტები დაანახა.

თეა ჯორჯაძის პროექტი განხორციელდა 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის ფარგლებში, შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის პარტნიორობითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით