სიახლეები - სსიპ შემოქმედებითი საქართველოს საერთაშორისო პროექტები

სსიპ შემოქმედებითი საქართველოს საერთაშორისო პროექტები

30.01.2019
სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მიერ შვიდი საერთაშორისო გამოფენის ორგანიზება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე:
 


ვენეციის 58-ე ხელოვნების ბიენალე
 

„შემოქმედებითმა საქართველომ“ მოიწვია საერთაშორისო საკონკურსო კომისია და დაადგინა საკონკურსო პირობები, რის საფუძველზეც გამოავლინა გამარჯვებული პროექტი ბიენალეზე საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარსადგენად. ვენეციის ბიენალე ყველაზე ძველი და პრესტიჟული საერთაშორისო გამოფენაა მსოფლიოში, იგი 2019 წლის 11 მაისს გაიხსნება, სადაც საქართველო Arsenale-ს მთავარ საგამოფენო პავილიონში წარსდგება ახალგაზრდა ქართველ ხელოვანის ანა კ.ე.-ს პროექტით, მას ნიუ იორკის New Museum-ის კურატორი მარგო ნორტონი წარმოადგენს.

გაცვლითი პროგრამა ხელოვანებისათვის

„შემოქმედებითი საქართველოს”,  „იტალიის საელჩოს საქართველოში“ და იტალური ფონდის IGAV-ის თანამშრომლობით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულებმა მანანიკო კობახიძემ და შოთა აფციაურმა, ერთ თვიანი სარეზიდენციო პერიოდი გაატარეს იტალიის ქალაქ ტურინში, სადაც მათი რეზიდენციაში ყოფნის დროს შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

აღნიშნული პროგრამა 2019 წელს იტალიელი მხატვრების საქართველოში ვიზიტით გაგრძელდება და შედეგობრივი გამოფენით დასრულდება.