კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს ქვეყანაში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმაში პრიორიტეტულად არის მიჩნეული განათლების და ეკონომიკის საკითხები - თავის მხრივ, შემოქმედებით ინდუსტრიებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს აღნიშნული სფეროების განვითარებაში.
ამ მიზნით, შემუშავდა "საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების გზამკვლევი", სადაც წარმოდგენილია სექტორის განვითარების მოდელი, სამინისტროს მიერ განხორციელებული აქტივობები და ის პროექტები / პროგრამები, რომელთა განხორციელებასაც სამინისტრო გეგმავს შესაბამის სტრუქტურებთან, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში.
საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების გზამკვლევის პრეზენტაცია 29 სექტემბერს, სასტუმროში "Rooms Hotel Tbilisi", კონფერენციის - "თბილისის გარდაქმნა შემოქმედებით ცენტრად" ფარგლებში გაიმართა.
საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების გზამკვლევი 2016-2017 (ქართული)