პუბლიკაციები - კვლევები - კულტურა, როგორც განვითარების ინდიკატორი საქართველოსთვის _ UNESCO-ს კვლევა

კულტურა, როგორც განვითარების ინდიკატორი საქართველოსთვის _ UNESCO-ს კვლევა

კულტურა, როგორც განვითარების ინდიკატორი საქართველოსთვის _ UNESCO-ს კვლევა
კულტურა, როგორც განვითარების ინდიკატორი საქართველოსთვის არის ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული და შემოქმედებითი პროგრამა, დაფინანსებული ევროკავშირის მიერ. ინიციატივა ეფუძნება იუნესოს კულტურული განვითარების ინდიკატორების მეთოდოლოგიას, რომელიც წარმატებით დაინერგა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
იუნესკოს პროგრამა - კულტურა, როგორც განვითარების ინდიკატორი შედგება 7 პარამეტრისგან:

ეკონომიკა - მონაცემების მიხედვით, კულტურის წვლილი მთლიან წარმოებაში შეადგენს 2, 8%-ს, რაც ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას ალტერნატიულ ციფრად მთლიანი შიდა პროდუქტისთვის. ეს ციფრი მოიცავს 5% სამუშაო ძალას საქართველოში, თუმცა მონაცემები არაა ზუსტად შეფასებული და საჭიროებს დეტალურად შესწავლას.

განათლება - საქართველოს განათლების სისტემა კარგად მუშაობს ხელოვნების კომპონენტების გამოყენებით, თუმცა უმაღლესი განათლების ზოგიერთი ელემენტის დახვეწა შესაძლებელია შემდგომი განვითარების შემთხვევაში.

მთავრობა - ქვეყნის კულტურული სისტემა მუშაობს მტკიცე სამართლებრივ და ინსტიტუციურ ჩარჩოში, თუმცა ლოკალური მდგმარეობა შესაძლებელია გაძლიერდეს.

სოციალური ჩართულობა - მონაწილეობა კულტურულ აქტივობებში იყო საკმაოდ დაბალი. ქართველები ტოლერანტურები არიან სხვა კულტურების მიმართ, თუმცა მტკიცედ იცავენ ტრადიციებს.

გენდერი - ქართული კანონმდებლობა მხარს უჭერს თანასწორობას სქესის მიუხედავად. პრაქტიკში კი, ქალის განათლება გრძელდება უფრო დიდხანს, ვიდრე მამაკაცის, თუმცა ქალების ნაკლებად არიან წარმოდგენილნი სამუშაო ძალაში და ხალხს სწამს, რომ მამაკაცებს უფრო მეტი უფლებები აქვთ სამსახურში.

კომუნიკაცია - საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარს სწამს, რომ ის ცხოვრობს სრულად გახსნილ საზოგადოებაში. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტთან წვდომა შესაძლებელია მთელ ქვეყანაში, გამოკითხულთა თითქმის ნახევარმა აღნიშნა, რომ არ იყენებს ინტერნეტს, რაც ლიმიტს უწესებს „ინფორმირებული საზოგადოების“ ზრდას.

მემკვიდრეობა - საქართველოს აქვს ძლიერი ინტერესი მემკვიდრეობის დაცვის მიმართ.


კულტურა, როგორც განვითარების ინდიკატორი საქართველოსთვის _ UNESCO-ს კვლევა