• სიახლეები
  • შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების კონკურსი

შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების კონკურსი

შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების კონკურსი

სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“ აცხდებს შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების კონკურსს.

კონკურსის მიზანია საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიებისთვის ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბება სხვადასხვა ინსტრუმენტის შექმნისა და განვითარების გზით, რისთვისაც წარმოდგენილმა პროექტებმა უნდა დაისახონ შემდეგი ამოცანებიდან მინიმუმ ერთ-ერთის შესრულება:
- მრავალფუნქციური შემოქმედებითი სივრცეების და კლასტერების ორგანიზაციული განვითარება საქართველოს რეგიონებში;
- შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენელთა სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.

კონკურსი ითვალისწინებს ორ მიმართულებას: 
- რეგიონული შემოქმედებითი კლასტერებისა და სივრცეების განვითარება. 
- კულტურის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებაზე მიმართული საგანმანათლებლო პროგრამების/პროექტების განხორციელება.

საკონკურსო დოკუმენტაცია ელექტრონული ფორმით მიიღება 2022 წლის 25 მაისიდან 24 ივნისის ჩათვლით 18:00 საათამდე: მისამართზე: Lmetreveli@creativegeorgia.ge. პროექტის საბოლოო ანგარიშის წარმოდგენის ვადა განსაზღვრულია 2022 წლის 21 ოქტომბერი.

I მიმართულების ერთი პროექტისთვის მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 15000 ლარს,
II მიმართულების ერთი პროექტისთვის მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 10000 ლარს.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
- მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ორგანიზაციებს, ისე ფიზიკურ პირთა ჯგუფებს.
- I მიმართულების შემთხვევაში, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს რეგიონებში არსებულ ორგანიზაციებსა თუ ფიზიკური პირების  ჯგუფებს.
- ფიზიკურ პირთა ჯგუფებს განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ კონკურსის მხოლოდ I მიმართულებაზე. 

კონკურსის წესი და პირობები

დანართი # 1.1 - განცხადების ფორმა ორგანიზაციებისთვის

დანართი # 1. 2 -განცხადების ფორმა - ფიზიკურ პირთა ჯგუფისთვის

დანართი # 2 - განაცხადის ფორმა

დანართი # 3 - ბიუჯეტის ფორმა

დანართი # 4 - თანხმობის წერილი

დანართი # 5 - ანგარიშის ფორმა