• სიახლეები
  • შემოქმედებითი ევროპის ბენეფიციარების ხელშეწყობის პროგრამა

შემოქმედებითი ევროპის ბენეფიციარების ხელშეწყობის პროგრამა

 შემოქმედებითი ევროპის ბენეფიციარების ხელშეწყობის პროგრამა
სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“ ევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა 2021-2027“,  თანამშრომლობის პროექტების (CREA-CULT-2021) ბენეფიციარების ხელშეწყობის (თანადაფინანსების) პროგრამას აცხადებს. 

 

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს  საქართველოში რეგისტრირებული ორგანიზაციების მონაწილეობას, ევროკავშირის პროგრამაშიშემოქმედებითი ევროპა 2021-2027“

პროგრამის პრიორიტეტებია ევროკავშირის პროგრამისშემოქმედებითი ევროპაკულტურის ქვეპროგრამის თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში დაფინანსებული ორგანიზაციების ფინანსური ხელშეწყობა.

 

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო და საჯარო იურიდიულ პირებს, რომლებსაც აქვთ მიღებული  „შემოქმედებითი ევროპის“ CREA-CULT-2021-ის დაფინანსება, როგორც პარტნიორის ასევე ლიდერის როლში 

იხილეთ თანდართული ფაილები:

სააპლიკაციო ფორმა

ბიუჯეტის ფორმა

პროგრამის წესი და პირობები

 

განაცხადები მიიღება 7 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით.