• სიახლეები
  • კონკურსი: საბავშვო ლიტერატურის მხარდაჭერა (თარგმნა, შექმნა)

კონკურსი: საბავშვო ლიტერატურის მხარდაჭერა (თარგმნა, შექმნა)

კონკურსი: საბავშვო ლიტერატურის მხარდაჭერა (თარგმნა, შექმნა)

„შემოქმედებითი საქართველო“, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით, აცხადებს კონკურსს - „საბავშვო ლიტერატურის მხარდაჭერა (თარგმნა, შექმნა)“

კონკურსის მიზანია ქართული საბავშვო სალიტერატურო პროცესების განვითარებისა და თანამედროვე ქართველი საბავშვო ავტორების მხარდაჭერა, ქართულ ენაზე ახალი საბავშვო სალიტერატურო წიგნების შექმნა და საბავშვო სალიტერატურო წიგნების თარგმნა, როგორც ქართულ ენაზე, ასევე, ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით, ქართულიდან უცხო ენაზე.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ფიზიკურ პირებს და საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს (გამომცემლობებს / საგამომცემლო სახლებს), რომლებსაც გააჩნიათ აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება. 

საპროექტო განაცხადები მიიღება ელექტრონული ფორმით (ელ. ფოსტაზე -  docs@creativegeorgia.ge), 2022 წლის 15 ივნისიდან - 27 ივნისის 18:00 სათამდე;

კონკურსანტებმა მოთხოვნილი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ  ელექტრონული ფორმით საკონკურსო პირობებით დადგენილი ვადებისა და პირობების შესაბამისად. საპროექტო განაცხადის  ელექტრონული ფორმა და სხვა სავალდებულო დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს ელ. ფოსტაზე -  docs@creativegeorgia.ge.

საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, ხოლო უცხოენოვანი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია ქართულენოვანი თარგმანი. 

საპროექტო განაცხადი მიღებულად ითვლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ელექტრონულად გამოგზავნილ საპროექტო განაცხადზე ელ.ფოსტიდან docs@creativegeorgia.ge, განმცხადებელი მიიღებს დასტურს, განაცხადის/პროექტის  მიღების შესახებ;

გამარჯვებულ პროექტებზე გადაწყვეტილებას იღებს სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საკონკურსო კომისია,  საპროექტო განაცხადის  მიღების ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში;

კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება სსიპ შემოქმედებითი საქართველოს ვებ-გვერდზე - creativegeorgia.ge, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

კონკურსთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, ასევე იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილ განაცხადზე დასტური არ მიიღეთ ერთ სამუშაო დღეში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995 555 383029, სამუშაო საათების განმავლობაში.

კონკურსის წესი და პირობები

დანართი N1 -განცხადების ფორმა

დანართი-N2-საპროექტო-განაცხადი

დანართი-N3-დაზუსტებული ინფორმაცია

დანართი-N4-შესრულების-ანგარიში.