• პუბლიკაციები
  • სახელმძღვანელოები
  • “გზამკვლევი შემოქმედებითი სივრცეების ინიცირების, მართვისა და განვითარების გზების შესახებ: ძირითადი პრინციპები და პრაქტიკული რჩევები”

“გზამკვლევი შემოქმედებითი სივრცეების ინიცირების, მართვისა და განვითარების გზების შესახებ: ძირითადი პრინციპები და პრაქტიკული რჩევები”

“გზამკვლევი შემოქმედებითი სივრცეების ინიცირების, მართვისა და განვითარების გზების შესახებ: ძირითადი პრინციპები და პრაქტიკული რჩევები”

“გზამკვლევი შემოქმედებითი სივრცეების ინიცირების, მართვისა და განვითარების გზების შესახებ: ძირითადი პრინციპები და პრაქტიკული რჩევები”, ლიდია ვარბანოვა, ნიკოლოზ ნადირაშვილი, 2022, შემოქმედებითი საქართველო, მომზადდა ევროკავშირის/იუნესკოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის „შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში.

 

გზამკვლევი შედგება ცხრა თავისგან და წარმოადგენს რამდენიმე ქვეყნის (საქართველოს ჩათვლით) სპეციალისტთა მიერ 2020 წლის იანვრიდან 2021 წლის ივნისამდე პერიოდში გამართული ერთობლივი მსჯელობისა და პრაქტიკული გამოცდილების შეჯერების შედეგს.
გზამკვლევის მიზანია შემოქმედებითი კლასტერების და სივრცეების შესახებ ცნობიერების ამაღლება, საინტერესო მაგალითებისა და პრაქტიკული რჩევების გაზიარება.
გზამკვლევი, პირველ რიგში, განკუთვნილია საქართველოში არსებული ორგანიზაციებისა და სპეციალისტებისთვის, უფრო კონკრეტულად: შემოქმედებითი სივრცეების მენეჯერებისთვის და ინიციატორებისთვის; კულტურის სექტორსა და შემოქმედებით ინდუსტრიებში მოქმედი ორგანიზაციებისთვის; იმ კერძო კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ კულტურის სექტორის მხარდაჭერა; ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის, რომლებიც პასუხს აგებენ კულტურის პოლიტიკასა და ურბანულ განვითარებაზე; სხვა პირებისა და სტრუქტურებისთვის, რომლებსაც სურთ შემოქმედებითი სივრცის შექმნა და გაძღოლა ან შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემის გაძლიერებაში წვლილის შეტანა.

 

გადმოოიწერეთ “გზამკვლევი შემოქმედებითი სივრცეების ინიცირების, მართვისა და განვითარების გზების შესახებ: ძირითადი პრინციპები და პრაქტიკული რჩევები”