ჩვენ შესახებ - შემოქმედებითი საქართველო

logo-(5).png
 „შემოქმედებითი საქართველო“ წარმოადგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (სსიპ), რომლის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ინოვაციური იდეების, კულტურისა და შემოქმედებითი სფეროს კომერციალიზაციისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. 
 
eye-512.png  ჩვენი ხედვა:
შემოქმედებითი ინდუსტრიები სამუშაო ადგილების შექმნის,  ეკონომიკური ზრდის და სოციალური კეთილდღეობის გენერატორია.
 
mission.png   ჩვენი მისია:
შემოქმედებითი ინდუტრიების განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა.
 

settings_preferences_tools-512.png   მისიის შესასრულებლად მიზნად ვისახავთ:
  • შემოქმედებითი ინდუსტრიების შესახებ ცნობიერების ამაღლებას;
  • შემოქმედებითი მეწარმეების შესაძლებლობების განვითარებას გადამზადების პროგრამებით, სემინარებითა და სხვა აქტივობებით;
  • თანამშრომლობის პლატფორმების ჩამოყალიბებას;
  • დაფინანსების შესაძლებლობების შექმნას და არსებული დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას;
  • შემოქმედებითი პროდუქტის ექსპორტის ხელშეწყობას და დარგის ინტერნაციონალიზაციას;
  • შემოქმედებითი ევროპის პროგრამის განხორციელებას ეროვნულ დონეზე;
  • შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში კვლევითი საქმიანობის განვითარებას.