შემოქმედებითი ინდუსტრიები - ქსელები - პიტსბურგის ტექნოლოგიური საბჭოს შემოქმედებითი ინდუსტრიების ქსელი

პიტსბურგის ტექნოლოგიური საბჭოს შემოქმედებითი ინდუსტრიების ქსელი

25.10.2017

პიტსბურგის (ა.შ.შ.) ტექნოლოგიური საბჭოს შემოქმედებითი ინდუსტრიების ქსელი დაარსდა 2008 წელს, როგორც ხელოვნებისა და ტექნოლოგიის პროგრამა, რათა გაეერთიანებინა და განევითარებინა ამ სფეროში მოღვაწე საზოგადოება რეგიონში და მის მიღმა. ქსელი შექმნილია იმ იდეით, რომ შემოქმედებითობისა და ტექნოლოგიების სფეროში ინოვაცია და თანამშრომლობა კულტურული პროგრესის წინაპირობაა.

პიტსბურგის ტექნოლოგიური საბჭოს შემოქმედებითი ინდუსტრიების ქსელი მიზნად ისახავს  შემოქმედებით სფეროში ტექნოლოგიების შესაძლებლობების გაზრდას. ქსელი მოიცავს შემოქმედებითი ინდუსტრიების 7 ძირითად სფეროს, როგორებიცაა: დიზაინი, სახვითი ხელოვნება, ტექნოლიგიები (software/hardware), კომუნიკაციები, გართობა, მონაცემთა შეგროვება და მეწარმეობის ხელშემწყობი მომსახურებები.

ქსელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ფესტივალი - IDEAFEST 2017 - რომლის ძირითადი თემაც არის შემოქმედებითი მეწარმეობის განვითარება, შემოქმედებითობის გამოყენება ეკონომიკურ განვითარებაში და სხვა.
ქსელის ორგანიზებით, მომავალ წელს იგეგმება ორდღიანი ფესტივალი CREATE! Festival, რომელზეც წარმოდგენილი იქნება თანამედროვე მიღწევები და მიმართულებები შემოქმედებითობისა და ინოვაციების სფეროში. ფესტივალი აერთიანებს მოხსენებებს, ჩვენებებს, სემინარებს, დაჯოლდოებებს, გასართობ ღონისძიებებს და ა.შ.

მისია - შექმნას, დააკავშიროს და შეინარჩუნოს კავშირები შემოქმედებითობასა და ინდუსტრიებს/მეწარმეობას შორის.

მიზანი - იმოქმედოს როგორც თანამშრომლობის ცენტრმა, ხელი შეუწყოს შემოქმედებას და ინოვაციებს. გააძლიეროს კავშირები, მოგვცეს როგორც შემოქმედებითი, ისე კულტურული გარდაქმნის საშუალება.


პარტნიორები და სპონსორები

ქსელის პარტნიორი: FortyX80

ქსელის სპონსორი: Dollar Bank, AT&T, Expedient, TechShop


მხარდამჭერები:

  • Claude Worthington Benedum Foundation; 
  • Alloy 26, Culture of Innovation Collaborative;
  • Pittsburgh Advertising Federation, Pittsburgh Symphony Orchestra;
  • Pittsburgh Ballet Theatre, Wigle Whiskey, Mattress Factory
 
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ვებგვერდს.