ბაზის ფრანკფურტი

12.10.2018
შემოქმედებითი საქართველოს მიერ ინიცირებული სახელოვნებო კლასტერის განვითარების ინიციატივა 2019 წლიდან აქტიურ ფაზაში გადადის.

წარმოგიდგენთ ბაზის ფრანკფურტს - შემოქმედებითი საქართველოს პარტნიორსა და დამოუკიდებელ სახელოვნებო პლატფორმას გერმანიიდან, რომელიც არტისტების რეზიდენციებს, საგამოფენო სივრცეს, ბიბლიოთეკას,სახელოსნოებსა და ახალგაზრდა მხატვრების ხელშემწყობ პროგრამებს აერთიანებს.

ბაზის ფრანკფურტი, ახალგაზრდა ხელოვანების ხელშეწყობის მიზნით, სახელოსნოებს სიმბოლურ ფასად ექვსი წლით ვადით გადასცემს, ამის გარდა სამთვიანი რეზიდენციების პროგრამა air_frankfurt საერთაშორისო გაცვლებზეა ორიენტირებული. სრული ინფორმაცია ბაზის ფრანკფურთან დაკავშრებით იხილეთ მათ ვებ-გვერდზე.

ქართული სახელოვნებო კლასტერის იდეაც, ბაზის ფრანკფურტის მსგავსად ხელოვანების აქტიურ ხელშეწყობის მიზნით საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების ინიცირებას, სახელოსნოებსა და საგამოფენო სივრცეს მოიცავს. ამის გარდა იგეგმება შემოქმედებით ინდუსტრიების მდგრადი ბიზნეს ეკოსისტემის ჩამოყალიბება კლასტერის ბაზაზე. 

შემოქმედებითი საქართველოს და ბაზისის თანამშროლობას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში ჩაეყარა საფუძველი - ბაზისი ჯგუფ ბულიონის გამოფენას 2018 წლის 14 სექტემბრიდან - 14 ოქტომბრის ჩათვლით მასპინძლობს.


დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:

ბაზის ფრანკფურტი

ბულიონი ბაზისში