სიახლეები - ​CINet, მეწარმეთა შემოქმედებთი ინდუსტრიების ქსელი

​CINet, მეწარმეთა შემოქმედებთი ინდუსტრიების ქსელი

26.10.2017
CINet, მეწარმეთა შემოქმედებთი ინდუსტრიების ქსელი ნოთინგემში, არის ევროკომისიის საკვლევი პროექტი ინოვაციისა და შემოქმედებითი მეწარმეობის დარგში Lifelong Learning Programme-ის ფარგლებში.
ქსელის გუნდის მიზანია შეისწავლოს ბრიტანეთის „Lace Market” -ის შემოქმედებითი მეწარმე საზოგადოებისგან გაზიარებადი „გაკვეთილები“ და გაავრცელოს ისინი საბერძნეთის, პორტუგალიისა და ესპანეთის შესაბამის საზოგადეობებში. ასევე, მხარი დაუჭიროს შემოქმედებითი მეწარმეობის ქსელის განვითარებას ამ სამ ხმელთაშუაზღივსპირა სახელმწიფოში.
Lace Market-ში იგულისხმება შემოქმედებითი ეკოლოგიის კომპლექსი, რომელშიც მეწარმეები, კომპანიები, ინსტიტუციური აქტორები და კულტურული მოხმარების ობიექტები თანაარსებობენ ურთიერთდამოკიდებულებაში.
ისინი იყენებენ პოტენციური თანამშრომლობის უპირატესობას ფორმალური სამიზნე - ბიზნესის განვითარებაზე ხელმისაწვდომობისა და კოოპერაციის გზით სწავლის შესაძლებლობებისთვის.
პროექტს აქვს ევროკავშირის მხარდაჭერა, რადგან მისთვის შემოქმედებითი ინდუსტრიები არის ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების შესანიშნავი საშუალება.


CINet-ის პროექტი მიზანად ისახავს შემოქმედებითი მეწარმეების ბიზნეს უნარების გაუმჯობეებასა და ამ სფეროში ბიზნესის შექმნის პოტენციალის გაზრდას.


დავალებები:
  • განმარტოს Lace Market-ის მოდელის სფერო და მისი შესაბამისობა აღნიშნულ სამ ქვეყანასთან;
  • შეისწავლოს  შემოქმედებითი ინდუსტრიები, სამეწარმეო შესაძლებლობები ამ ქვეყნებში;
  • შეიმუშაოს საწვრთნელი მასალები და პროგრამები, რომლებიც  ამ ქვეყნებს გაუზიარებს ბრიტანეთში მიღებულ გამოცდილებას;
  • ახალგაზრდა მეწარმეებისთვის გამართოს 90 დღიანი საპილოტე ონლაინ კურსი შემოქმედებითი ინდუსტრიების შესახებ;
  • მხარი დაუჭიროს მათი ბიზნეს პროექტების განვითარებას;
  • მისცეს შესაძლებლობები საუკეთესო ბიზნეს იდეებს (დამფინანსებელი და სამთავრობო ინსტიტუტები, ბიზნეს ინვესტორები).
პარტნიორები:
  • Universidade Aberta (Portugal);
  • UKWON (the United Kingdom’s Work Organisation Network);
  • Universitat Oberta de Catalunya (Spain);
  • University of Piraeus Research Centre(Greece);
  • Association for Education and Sustainable Development (Romania);
  • DNA Cascais (Portuguese Entrepreneurship Agency);
  • Media Deals Association (France).
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს