სიახლეები - Cool Japan და Cool Japan Fund

Cool Japan და Cool Japan Fund

01.11.2017
Cool Japan

იაპონიის მთავრობამ, საკუთარი კულტურის პოპულარიზაციის, კომერციალიზაციის და კულტურული ინდუსტრიების კომერციული კაპიტალის განვითარებისთვის შეიმუშავა პროექტი - Cool Japan. კულტურა და კულტურული ინდუსტრია იაპონიაში ბოლო დროს ქვეყნის ერთ-ერთ უპირატესობად და პრიორიტეტადაა წარმოჩენილი, ამიტომაც 2010 წელს ეკონომიკის, ვაჭრობის და ინდუსტრიის სამინისტრომ ტერმინი ბრენდად ჩამოაყალიბა, შექმნა შემოქმედებითი ინდუსტრიების პოპულარიზაციის ახალი უმსხვილესი ოფისი, რომელიც ამოქმედდა Cool Japan-ის კონცეპციის მიხედვით. სამინისტროს განცხადებით, იაპონური პოპ-კულტურა თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს Cool Japan-ის პროექტში და მისი მთავარი მისია იაპონიის უნიკალური კულტურული ელემეტების ბრენდირება და პოპულარიზაციაა. მისი ბიუჯეტი 19 მილიარდ იენს (დაახ. 17,5 მილიონი დოლარი) შეადგენს.
  • პროექტს აქვს საკუთარი პარტნიორობის პროგრამა, რომელიც მოიცავს 12 სამინისტროს, 5 საჯარო ინსტიტუციას, 45 კერძო ორგანიზაციას, საკვების, ტურიზმის, წარმოების, დისტრიბუციის და სხვა სფეროებში;
  • პლატფორმას აქვს საკუთარი „მრჩეველთა საბჭო“, რომელიც შედგება კერძო სექტორის 21 ხელმძღვანელისა და სპეციალისტისგან;
  • უმსხვილეს საერთაშორისო ღონისძიებას წარმოადგენს “Matching Forum”, რომელიც ემსახურება პროექტისა და მისი პროდუქციის საერთაშორისო დონეზე პოპულარიცაზიას;
  • “Cool Japan hubs”.

ძირითადი მიმართულებები: მანგა და ანიმაცია, პერსონაჟები და მათი ბრენდირება, ე.წ. ” Ka-wa-ii fashion”, ტრადიციული სამზარეულო, კულტურის ისეთი ელემენტები, როგორიცაა ჩაცმულობა, მებაღეობა, ტრადიციები და სხვა.

პროექტის მიზნებია: 

2. ინფორმაციის გავრცელება:
  • სახელმწიფო ვებგვერდები (JapanGov, Meti.go.jp, და სხვა);
  • ელექტრონული წიგნების და ბროშურების მეშვეობით;
  • საინფორმაციო ჰაბი Japan House;
  • "Visit Japan"-თან დაკავშირებული პროექტები და ორგანიზაციები;
  • სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაზე ზრუნვა.
2. საზღვარგარეთ გაფართოება:
  • Cool Japan Fund-ის მიერ დაფინანსება და დახმარება;
  • J-LOP (ლოკალიზაციისა და პოპულარიზაციის დახმარება);
  • იაპონური და საერთაშორისო ფილმების მხარდამჭერი ფესტივალები და ორგანიზაციები;
  • საელჩოების, საკონსულოების, სამთავრობო ფონდების მხარდაჭერა;
  • კომპანიების უცხოურ ფილიალებთან კონტაქტი.

Cool Japan Fund

Cool Japan-ის კომერციალიზაციისთვის და საერთაშორისო დონეზე, იაპონიის პროექტებისა და სერვისების მოთხოვნის გაზრდისთვის, 2013 წელს, შეიქმნა საჯარო ფონდი - Cool Japan fund.

ფონდისგან ინვესტიციის მოსაძიებლად, პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს იაპონიის მთავრობის მიერ წარდგენილ 3 მოთხოვნას:
  • სამთავრობო პოლიტიკასთან შესაბამისობა;
  • რენტაბელურობა და წარმოების უნარი;
  • ფართო საგარეო გავლენა.
გარდა ამისა, Cool Japan fund-ის საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს წარმოადგენს:
  1. მიზანი:
    • გაზარდოს უცხოეთის მოთხოვნა იაპონურ პროდუქტებსა და/ან სერვისებზე;
    • გაზარდოს იაპონიის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე;
    • გააძლიეროს ადგილობრივი ეკონომიკა.
  2. რენტაბელურობა
    • ხმის სამართავი სტრუქტურა (Sound managerial structure);
    • კერძო კომპანიების და სხვა საშუალებებით თანადაფინანსება;
    • სავარაუდო გასვლის გეგმა (Feasible exit scenario).
  3. დომინოს ეფექტი (ასრულებდეს ჩამოთვლილთაგან ერთს მაინც)
    • ბიზნესებსა და ინდუსტრიებს შორის თანამშრომლობა;
    • მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებლებისთვის მაუწყებლობა;
    • საერთაშორისო ბაზარზე შეღწევაში პირველობა;
    • ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით საერთო პლატფორმის შექმნა.



CoolJapan.png



2013 წელს ბანკები - Mizuho Bank  და Sumitomo Mitsui Trust Bank იყვნენ Cool Japan-ის ფონდის ძირითადი დონორები (სახელმწიფო ბიუჯეტის გარდა). ზოგადად, წელიწადში ფონდის ბიუჯეტი დაახლოებით 60 მილიარდ იენს აღწევს (დაახ. 530 მილიონი აშშ დოლარი), აქედან 50 მილიარდი მოდის სამთავრობო სახსრებიდან, ხოლო დანარჩენზე ხარჯებს კერძო კომპანიები იღებენ, თითოეული საშუალოდ რამდნეიმე ასეული მილიონიდან მილიარდამდე. ეკონომიკის, ვაჭრობისა და ინდუსტრიის სამინისტრო საბოლოო, წლიურ ბიუჯეტს აჯამებს და ასაჯაროებს.

აღსანიშნავია, რომ Mizuho Bank ფონდის ქვეშ მყოფ ორგანიზაციებს გარდა მატერიალური დაფინანსებისა, ადამიანურ რესურსებზე ინფორმაციასაც აწვდის და უზრუნველყოფს კონტაქტების დამყარებას ადგილობრივ მწარმოებლებსა და შემოქმედ პირებს შორის.

Sumitomo Mitsui Trust ბანკი დაფინანსების გარდა, სტაბილური ქსელის ჩამოსაყალიბებლად, ხელს უწყობს საზღვარგარეთ საწარმოების გახსნას, ცოდნისა და მასალების გაზიარებას, მწარმოებლების, გადამზიდველებისა და დისტრიბუტორების დაკავშირების მეშვეობით. ეს ხაზს უსვამს მათი, როგორც პარტნიორების, პროექტით დაინტერესებას. ხოლო ასეთი მონაწილე კერძო კომპანიები საკმაოდ ბევრია.

აქციონერთა სია:
  • აპონიის მთავრობა;
  • ASATSU-DK INC;
  • ANA HOLDINGS INC;
  • H2O RETAILING CORPORATION;
  • THE OGAKI KYORITSU BANK, LTD;
  • The Keiyo Bank, Ltd;
  • JTB Corp;
  • J. Front Retailing Co. Ltd;
  • The Shoko Chukin Bank, Ltd;
  • Dai Nippon Printing Co., Ltd;
  • TAIYO LIFE INSURANCE COMPANY;
  • Daiwa Securities Group Inc;
  • Takashimaya Company, Limited;
  • DENTSU INC;
  • TOPPAN PRINTING CO., LTD;
  • Hakuhodo DY Group;
  • Pasona Group Inc;
  • BANDAI NAMCO Holdings Inc;
  • FUJI MEDIA HOLDINGS, INC;
  • Mizuho Bank, Ltd;
  • Sumitomo Mitsui Banking Corporation;
  • Sumitomo Mitsui Trust Bank, Limited;
  • Isetan Mitsukoshi Holdings Ltd;
  • LIXIL Group Corporation.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვედებს: Cool Japan, Cool Japan 2, Cool Japan Fund