სიახლეები - შემოქმედებითი საქართველო ECBN წევრთა შეხვედრაზე

შემოქმედებითი საქართველო ECBN წევრთა შეხვედრაზე

03.04.2018
შემოქმედებითი საქართველოს წარმომადგენელი ევროპის შემოქმედებითი ბიზნესების ქსელის (ECBN) წევრთა შეხვედრასა და ბრუსელის ტექსტარტაპ დღეს დაესწრო.

ტექსტარტაპ დღის ფარგლებში გაიმართა სტარტაპების გამოფენა, სემინარები, შეხვედრები, დაჯილდოების ცერემონია და სხვა. ღონისძიების ორგანიზატორებთან, მოლაპარაკებები გაიმართა ბელგიური სტარტაპების მონაცემთა ბაზისა და რუკის გაფართოებასა და ქართული სტარტაპების ბელგიური სტარტაპების რუკაზე დატანასთან დაკავშირებით, რაც, განხორციელების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული ორგანიზაციების საერთაშორისო ბაზარზე გასვლას.

შემოქმედებითი საქართველოს წარმომადგენლის მიერ ორგანიზაციის შესახებ გამართულმა მოხსენებამ და შესაბამისად მიწოდებულმა ინფორმაციამ ქსელის წევრი ორგანიზაციების დიდი დაინტერესება გამოიწვია. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, ECBN წევრებთან ერთად განხილულ იქნა სამომავლო პოლიტიკა, საქართველოს და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სხვა ქვეყნების საჭიროებების გათვალისწინებით.

დამატებითი ინფორმაცია