სიახლეები - ევროპული კულტურული ცენტრების ქსელი (ENCC)

ევროპული კულტურული ცენტრების ქსელი (ENCC)

25.10.2017

ENCC დაარსდა 1994 წელს ბელგიაში, როგორც ხელოვნებისა და კულტურის ცენტრების ეროვნული ქსელი. ამჟამად იგი აერთიანებს 3000-ზე მეტ კულტურულ ცენტრს 15-მდე ქვეყანაში და ასაქმებს 15000-ზე მეტ თანანშრომელს და ათასობით მოხალისეს და იღებს 40  მილიონზე მეტ სტუმარს ყოველწლიურად.


ქსელის მიზანია ხელოვნებისა და კულტურის მეშვეობით საზოგადოებრივი აზრისა გამოხატვის წახალისება, იგი საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, შემოქმედებითად გამოხატონ თავი კულტურულ სივრცეებში, კულტურული თანასწორობის, კულტურათაშორისი მრავალფეროვნების და მდგრადი პირობების შექმნით.

ENCC, 22 სხვა ქსელთან ერთად, ევროკომისიის მიერ არჩეულია ევროპის კულტურისა და ხელოვნების სექტორის წარმომადგენლად 2014-2017 წლებისთვის.

ქსელის ორგანიზებით ტარდება სხვადასხვა ღონისძიება, წევრთა პროფესიული განვითარების, სექტორის სტრუქტურირების, ევროპის დონეზე თანამშრომლობისა და ინოვაციურობის გაუმჯობესებისთვის. ქსელის ძირითადი სამუშაო სფეროებია: ხელოვნება, კულტურა, განათლება, ტერიტორიული განვითარება და ციფრულიდინამიკა.

მიზნები:

  • კულტურის ცენტრთა ეროვნული ქსელების როლისა და პოზიციის გაძლიერება და მსგავსი ქსელების შექმნა (იქ, სადაც არ არსებობს);
  • თანამშრომლობის მოდელების, ასევე, რეგიონებში კულტურული ორგანიზაციების გავრცელების შესწავლა და მხარდაჭერა;
  • მობილობის მხარდაჭერით კულტურულ ცენტრებსა და ქსელებს შორის კავშირების დამყარება;
  • ევროპულ დონეზე კულტურულ ცენტრებს შორის კომუნიკაციის გამარტივება;
  • კულტურულ ცენტრებთან, მათ აუდიტორიებთან და საზოგადოებაზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით კვლევების ჩატარება და მონაცემთა შეგროვება;
  • კულტურის სფეროში დარგთაშორისი თანამშრომლობის ხელშეწყობა;
  • არაფორმალური განათლებისა და საგანმანათლებლო პროცესის სტიმულირება საუკეთესო გამოცდილების გავრცელებით კულტურის სფეროში.


ფინანსური პარტნიორები:

  • Creative Europe Programme of the European Union;
  • Aarhus 2017 - European Capital of Culture;
  • European Commission, Ministerstwo Kultury i Dziedzictwa Narodowego(Poland). 
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს