სიახლეები - თბილისის ჰიბრიდი - რეფლექცია არქიტექტურაზე საქართველოში

თბილისის ჰიბრიდი - რეფლექცია არქიტექტურაზე საქართველოში

10.09.2018
გერმანიის არქიტექტურის მუზეუმში გაიმართება გამოფენა სახელწოდებით „თბილისის ჰიბრიდი“, რომელიც ითვალისწინებს ევროპის ფართო საზოგადოების ინტერესს ქართული ხელოვნების და კულტურის მიმართ, გამოფენა დამთვალიერებელს სთავაზობს საქართველოს არქიტექტურის ერთგვარ რეტროსპექტივას და საზოგადოებრივი ფორმაციების ცვლილებების ფონზე მიმდინარე ურბანული პროცესების ტრანსფორმაციას ასახავს.

გამოფენის მიზანია თბილისში არსებული ნაგებობების სისტემური წარდგენა, ტრადიციული და ხელოვნურად შექმნილი სივრცეების ანალიზი; დედაქალაქში მცხოვრები ადამიანების ფასეულობების, ცხოვრების სტილის ჩვენება, რამაც დღევანდელი არქიტექტურული სურათი, ე.წ. „თბილისის ჰიბრიდი“ განაპირობა.


- გამოფენის გახსნა - 28.09.2018 – 19:00

- პრეს კონფერენცია - სამშაბათი, 27 სექტემბერი 2018, 11:00

- 29 სექტემბერი 2018 – 13 იანვარი 2019  

- ლოკაცია: გერმანიის არქიტექტურის მუზეუმი, ფრანკფურტი, გერმანია


კურატორები:

- პიტერ შმალი - არქიტექტორის მუზეუმის დირექტორი 

- ირინა ქურთიშვილი


ექსპოზიციის დიზაინი:

- მარიო ლორენცი


გამოფენა ხორციელდება 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის ფარგლებში, შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის პარტნიორობით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით.

ღონისძიება ფეისბუქზე