სიახლეები - ანდრო ვეკუას ნამუშევრის ვიდეო ჩვენება

ანდრო ვეკუას ნამუშევრის ვიდეო ჩვენება

11.09.2018
ფრანკფურტში, მოდერნისტული ხელოვნების მუზუემში (MMK) გაიმართება ერთ-ერთი გამოჩენილი ქართველი ხელოვანის, ანდრო ვეკუას ახალი ვიდეო ნამუშევრის “All is Fair in dreams and War” ჩვენება. თანმხლები პროგრამის ფარგლებში, გაიმართება პოეტ რატი ამაღლობელის ლიტერატურული ინტერვენცია.





- ღონისძიების გახსნა: 11.10.2018 – 19:00

- 11 ოქტომბერი, 2018


- ლოკაცია ფრანკფურტის მოდერნიზმის მუზუემი, ფრანკფურტი, გერმანია.


ანდრო ვეკუას ნამუშევრის ვიდეო ჩვენება

კურატორი: სუზან ფეფერი

არტისტი: ანდრო ვეკუა

ინტერვენციის ავტორი: რატი ამაღლობელი


ვიდეო ჩვენება ხორციელდება 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის ფარგლებში, შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის პარტნიორობით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით.