სიახლეები - TeamLAB Georgia

TeamLAB Georgia

24.11.2016

2016 წლის 10 დეკემბერს ფორუმ “შემოქმედებითი საქართველოს” ფარგლებში, ევროპის კავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა "კულტურა და კრეატიულობა" და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აწყობს ინტერდისციპლინური ბიზნესგანვითარების სემინარს TeamLAB GEORGIA, რომელიც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან 50 სტუდენტს მოუყრის თავს.TeamLAB GEORGIA - არის სემინარი, სადაც გუნდები იდეის გარშემო გაერთიანდებიან. სემინარის ფარგლებში მოხდება ჯგუფებში იდეების ერთმანეთისთვის გაზიარება, განხილვა და შეფასება მენტორების დახმარებით. სემინარის მიზანია სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა თანამშრომლობა და შემოქმედებითი პროდუქტის/პროექტის შექმნა.

* სემინარში მონაწილე სტუდენტები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს :

- შემოქმედებითი გადაწყვეტისა და ინოვაციებისადმი ინტერესი;
- გარკვეული ცოდნა შემდეგ სფეროებში: ხელოვნება, დიზაინი, შემოქმედებითი ქვესექტორები, საინჟინრო-ტექნიკური და ახალი ტექნოლოგიები (პროგრამების განვითარება, კოდების წერა), მარკეტინგი, პროექტის მენეჯმენტი და სხვა;
- შემოქმედებითი პროდუქტის/მომსახურების იდეა, ან ინტერესი იდეების განვითარებისადმი.


* პროგრამაში მონაწილეობა უფასოა.
* სამუშაო ენები - ქართული და ინგლისური

ყურადღება : რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2016 წლის 25 ნოემბერი.
სარეგისტრაციოდ ეწვიეთ ბმულს.
TeamLab Georgia კონცეფცია ინგლისურ ენაზე.

ღონისძიების სანახავად ეწვიეთ ვებ-გვერდს - www.facebook.com/events/362941224043483/