TeamLab

11.03.2018
6, 8 და 10 მარტს - თბილისში, ბათუმში და ქუთაისში სემინარი/კონკურსი - Teamlab გაიმართა.

Teamlab-ს სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანები დაესწრნენ. სემინარის მონაწილეებმა წარმოადგინეს თავიანთი ბიზნეს იდეები, გადანაწილდნენ ჯგუფებში და გამოცდილი მენტორების დახმარებით, იდეები ბიზნეს გეგმის პრინციპების მიხედვით განავითარეს.
 
სემინარის მონაწილეებმა ლექციების, კონკრეტული მაგალითების გაცნობითა და ინტერაქტიული სავარჯიშოების საშუალებით მიიღეს ცოდნა ბიზნეს გეგმის განვითარების, იდეის დამუშავებისა და წარდგენის, ასევე, ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა დეტალების შესახებ.

ჟიურიმ, გამოავლინა 3-3 გამარჯვებული გუნდი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ შემოქმედებითი მეწარმეობის აკადემიის ფარგლებში დაგეგმილ ინტენსიურ სწავლებაში (4-6 აპრილი, თბილისი).

Teamlab ორგანიზებულია - შემოქმედებითი ესტონეთის (Loov Eesti), შემოქმედებითი საქართველო / Creative Georgia-ს და შემოქმედებითი ბიზნეს თასი საქართველოს (Creative Business Cup Georgia) მიერ.
პროექტი ხორციელდება ესტონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.

დამატებითი ინფორმაცია და ფოტოები:

Teamlab თბილისი

Teamlab ბათუმი

Teamlab ქუთაისი