სიახლეები - Urban Lab - REკონცეფცია - სემინარი სტუდენტებისთვის!

Urban Lab - REკონცეფცია - სემინარი სტუდენტებისთვის!

28.04.2017
👉 თუ გაქვს იდეა როგორ შეიძლება განვითარდეს კულტურული ცენტრები!
👉 თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია ქალაქში არსებული ძველი სივრცეები გახადო ურბანულად მიმზიდველი და გადააქციო ისინი თანამედროვე შემოქმედებით ცენტრებად!

👉 მაშინ დარეგისტრირდი სემინარზე - Urban Lab - REკონცეფცია 10 მაისამდე!
goo.gl/Zh5g5n

სემინარში მონაწილეობა უფასოა!
სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური.

ადგილი: თბილისის სამხატვრო აკადემია, გრობოედოვის N 22 

სემინარი ხორციელდება "შემოქმედებითი საქართველოს" ორგანიზებითა და ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით. 
_ _ _ _ _ _ _ _ _ _

💡Urban Lab - REკონცეფცია არის ურბანული პროექტის განვითარების ორდღიანი სემინარი, რომლის მიზანია მონაწილეთა მიერ კონკრეტული სივრცის შემოქმედებით-რეკრეაციული განვითარების გეგმის ჩამოყალიბება. 
💡💡სემინარის ფარგლებში, მონაწილეები შექმნიან სამუშაო ჯგუფებს და იმუშავებენ იდეაზე თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მაგ. თეატრი, მუზეუმი, კინოთეატრი ან პარკი, მოედანი და სხვ. დანიშნულების მქონე შენობა ან სივრცე შემოქმედებით-რეკრეაციულ ცენტრად.
💡💡💡 Urban Lab - REკონცეფცია და მენტორები მონაწილე სტუდენტებს დაეხმარებიან განავითარონ იდეეები ქალაქში არსებული სივრცეების შემოქმედებით ცენტრებად ქცევის მიმართულებით. ისინი შეიმუშავებენ კონკრეტულ ურბანულ პროექტს და მისი განვითარების გეგმას. სემინარის ფარგლებში, სტუდენტები მიიღებენ გამოცდილებას გუნდურ მუშაობაში და შეიძენენ მეწარმეობით უნარებს. 

🚀სემინარის ბოლოს, გაიმართება დამუშავებული იდეებისა და პროექტების (პიჩინგი) საგანგებოდ შერჩეული ჟიურის წინაშე, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულ გუნდს. 
➡️სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“ გამარჯვებული პროექტის განხორციელებას დაეხმარება ადვოკატირების, კონსულტაციების, დაფინანსების წყაროების მოძიებისა და პარტნიორობის გზით.

!!! მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა 10 მაისამდე !!! - goo.gl/Zh5g5n