სიახლეები - აჭარა - მოგზაურობა შემოქმედებით საქართველოში

აჭარა - მოგზაურობა შემოქმედებით საქართველოში

04.09.2017

შემოქმედებითი საქართველო უკვე ბათუმშია!


11 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, შემოქმედებითი საქართველო აგრძელებს საინფორმაციო ტურს აჭარაში!

ორგანიზაციის თანამშრომლები პრეზენტაციას გამართავენ ქედაში, ქობულეთში, ბათუმში და ხულოში.  შეხვედრაზე განიხილება ადგილობრივი რესურსები და საინტერესო მაგალითები შემოქმედებითი მეწარმეობის განვითარების მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში, საზოგადოება გაიცნობს ინფორმაციას ევროკავშირის პროგრამა “შემოქმედებითი ევროპიდან” დაფინანსების მიღების გზების და საშუალებების შესახებ.

შეხვედრები დიალოგის ფორმატში ჩატარდება და აუდიტორია უკეთესად გაიცნობს შემოქმედებით ინდუსტრიებსა და მის  სარგებელს როგორც ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაში, ისე რეგიონების განვითარებაში.

 
  • ​ქედა, 11 სექტემბერი, 12:00 სთ - გამგეობის სააქტო დარბაზი
  • ქობულეთი, 12 სექტემბერი, 12:00 სთ - მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზი
  • ბათუმი, 13 სექტემბერი, 12:00 სთ - კულტურის სამინისტრო
  • ხულო, 14 სექტემბერი, 15:00 სთ - ბიბლიოთეკის შენობა


შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია

გელით !