სიახლეები - აღწერები

აღწერები

05.09.2018
14 სექტემბრიდან, ატელიე ფრანკფურტში, წარმოდგენილი იქნება ქართული ვიდეო ხელოვნებისა და მოძრავი გამოსახულების გამოფენა. საგამოფენო კონტექსტისთვის შექმნილი ქართული ვიდეო ხელოვნება და მოძრავი გამოსახულება, მისთვის დამახასიათებელი ფორმით, აღწერს დამოუკიდებელ, პოსტსაბჭოთა საქართველოს ისტორიას.

ტრადიციული ხელოვნების ფორმებთან ერთად, მნიშვნელოვანია თანამედროვე მხატვრული ფორმების რეპრეზენტაცია საერთაშორისო კულტურულ კონტექსტში, რადგან ახალი მედიები ხელოვნებაში ბევრად უფრო ადეკვატურად წარმოადგენს დღევანდელი რეალობის აღქმას და მის მხატვრულ გადმოცემას.
 

გამოფენის კურატორები: გიორგი სპანდერაშვილი, ალექსი სოსელია

  • გამოფენის გახსნა 14.09.2018 - 20:00
  • 15 სექტემბერი 2018 – 14 ოქტომბერი 2018
  • ლოკაცია: ატელიე ფრანკფურტი, ფრანკფურტი, გერმანია
გამოფენა ხორციელდება 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის ფარგლებში, შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის პარტნიორობით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით.

ნამუშევრები იხილეთ ბმულზე: http://videoimage.ge 

ღონისძიება ფეისბუქზე

დამატებითი ინფორმაცია