სიახლეები - არქიტექტურის მუზეუმის მნიშვნელობა

არქიტექტურის მუზეუმის მნიშვნელობა

03.11.2017
გოეთეს ინსტიტუტში გაიმართება გერმანიის არქიტექტურის მუზეუმის დირექტორის, დოქტორ პიტერ შმალის საჯარო ლექცია, არქიტექტურის მუზეუმების მნიშვნელობაზე. ლექციის ფარგლებში განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა არქიტექტურის მუზეუმის დანიშნულება, სპეციფიკა და ფუნქცია ქვეყნისა და საერთაშორისო მასშტაბზე. გერმანიის არქიტექტურის მუზემის მაგალითზე, რომელიც ამ დანიშნულებით პირველია მსოფლიოში, პიტერ შმალი ისაუბრებს საზოგადოებრივ მიდგომებზე, არქიტექტურის ახალ ფორმებსა და სფეროს ინსტიტუციონალიზაციაზე. ამასთანავე, წარმოადგენს არქიტექტურას, როგორც შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთ-ერთ დარგს.
 
  • დასწრება უფასოა!
  • ლექციაზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია: https://goo.gl/r2j5tw
  • ლექცია გაიმართება გერმანულ ენაზე, თუმცა უზრუნველყოფილია ქართული თარგმანი
  • დრო: 13 ნოემბერი, ორშაბათი, 19:00 საათი
  • მისამართი: თბილისი, ზანდუკელის ქ. 16 (საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი)
დამატებითი ინფორმაცია