სიახლეები - ბათუმის შემოქმედებითი სივრცეების ინკუბატორი

ბათუმის შემოქმედებითი სივრცეების ინკუბატორი

18.12.2018
15-16 დეკემბერს, Contemporary Art Space, Batumi მასპინძლობდა სსიპ შემოქმედებითი საქართველოს ინიცირებით, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით დაწყებულ პროექტს - შემოქმედებითი სივრცეები ინკუბატორი. 

პროექტის მიზანია გაზარდოს საზოგადოების ინფორმირებულობა შემოქმედებითი სივრცეების, მათი ეკონომიკური და სოციალური პოტენციალის შესახებ. ინკუბატორის ფარგლებში, მონაწილეები განავითარებენ საკუთარი შემოქმედებითი სივრცეების იდეებს და გაეცნობიან საინტერესო მაგალითებს საქართველოდან და საზღვარგარეთის ქვეყნებიდან.


  ღონისძიების სურათები