სიახლეები - ვენეციის 58-ე ხელოვნების ბიენალე 2019

ვენეციის 58-ე ხელოვნების ბიენალე 2019

12.09.2018
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიცირებით და მხარდაჭერით, შემოქმედებითი საქართველო აცხადებს კონკურსს 2019 წლის ვენეციის 58-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს ეროვნული პავილიონით წარსადგენი პროექტის შესარჩევად.

2019 წლის ვენეციის ბიენალეს წინასწარი გახსნა 8-დან 10 მაისის ჩათვლით გაიმართება, ხოლო ოფიციალურად ბიენალე 11 მაისიდან გაიხსნება და 24 ნოემბრამდე გასტანს.

2019 წლის გამოფენა, რომლის კურატორიც რალფ რუგოფია (Ralph Rugoff), იმართება საერთო კონცეფციის ქვეშ “გეცხოვროთ საინტერესო დროს” (May You Live in Interesting Times) (იხილეთ ვენეციის ბიენალეს 2019 წლის კონცეფცია).


გამარჯვებული პროექტისათვის განკუთვნილი მაქსიმალური თანხა შეადგენს 160 000 ლარს გადასახადების გათვალისწინებით და ანაზღაურდება ხარჯთაღრიცხვის მიხედვით.

საქართველოს ეროვნული პავილიონისათვის განკუთვნილია 74 კ.მ. ფართობის სივრცე არსენალის (Arsenale) ტერიტორიაზე. (იხილეთ პავილიონის სივრცე).


ინფორმაცია კონკურსის შესახებ:

კონკურსის მიზანია ვენეციის 58-ე ხელოვნების გამოფენაზე საქართველოს ეროვნული პავილიონით წარსადგენი პროექტის შერჩევა.


ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომელიც ეთანხმება კონკურსის წესის ყველა პირობას.


როგორ გავაკეთოთ განაცხადი:

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 26 ოქტომბერი 17:00 საათი.

გადმოწერეთ ფაილი კონკურსში წარსადგენი დოკუმენტაციის და კონკურსის პირობების შესახებ.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტებმა ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელ-ფოსტაზე - biennale@creativegeorgia.ge 


იხილეთ ვენეციის ბიენალეს 2019 წლის კონცეფცია


გადმოსაწერი მასალა:

საქართველოს ეროვნული პავილიონისათვის განკუთვნილი სივრცე

კონკურსში წარსადგენი დოკუმენტაცია


დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით კონკურსის კოორდინატორს: 593 75 00 76, ხატია ჭოხონელიძე.