სიახლეები - ბულიონი ბულიონისგან

ბულიონი ბულიონისგან

27.08.2018
შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის პარტნიორობით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის ფარგლებში, ქართველებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი "ბულიონი" 3 პერფორმანსს - "სოციალური აერობიკის ტრილოგიას" გამართავს ფრანკფურტში.


 
  • "Religious Aerobics": 13.09.18, 19:30 საათი
  • "Protest": 14.09.18, 15:00 საათი, საჯარო სივრცე
  • "The strategies for the Weightlifters" + დისკუსია ხელოვანებთან: 11.10.18, 19:00 საათი
  • დირექტორი: ფელიქს რუჰოფერი
  • კურატორი: ქრისტინ მიულერი
  • ლოკაცია: ბაზისი, ფრანკფურტი, გერმანია
მონაწილეები: ნატალია ვაწაძე, თეიმურაზ ქართველიშვილი, ვლადიმირ ხართიშვილი, კონსტანტინე ქიტიაშვილი, ეკა ქეცბაია, და ზურაბ კიკვაძე.

ჯგუფი ბულიონი დაარსდა 2008 წელს, კოლექტივის წევრები არიან: ნატალია ვაწაძე, თეიმურაზ ქართველიშვილი, ვლადიმირ ხართიშვილი, კონსტანტინე ქიტიაშვილი, ეკა ქეცბაია, და ზურაბ კიკვაძე. მათი პერფორმანსები, რომლებიც, უმეტესად საჯარო სირცეებში იმართება, ქართული კულტურის მრავალფეროვან და მულტიკულტურულ ასპექტებს ეხმაურება, მათ შორის  საქართველოს ურთიერთობას დასავლეთ ქვეყნებთან.

ამავდროულად, ჯგუფი აქტიურად აანალიზებს და კრიტიკულად წარმოაჩენს საბჭოთა წარსულს. ჯგუფი გამოირჩევა განსაკუთრებული პერფორმატიული ენის ფორმატით, რომლის მეშვეობითაც ისინი ეხმაურებიან საზღვრებს  ხელოვნებასა და ცხოვრებას, ხელოვანსა და საჯარო სივრცეს შორის. გამოფენის ფარგლებში მათი ძველი ნამუშევრების ვიდეო დოკუმენტაცია და ახალი პერფორმანსები იქნება წარმოდგენილი.             


ღონისძიება ფეისბუქზე


დამატებითი ინფორმაცია