სიახლეები - ევროპის მუზეუმის ყოველწლიური კონკურსი

ევროპის მუზეუმის ყოველწლიური კონკურსი

03.04.2018
ევროპის მუზეუმების ფორუმი აცხადებს ​ყოველწლიუ​რ კონკურსს - ევროპის 2019 წლის მუზეუმის პრემია.

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა - 16 აპრილი, 2018.

ევროპის მუზეუმების ფორუმი / European Museum Forum წარმოადგენს წამყვან ორგანიზაციას, რომელიც ხელს უწყობს ევროპის მუზეუმების განვითარებასა და პოპულარიზაციას სამუზეუმო საქმეში ინოვაციური მიდგომებისა და მუზეუმის პროფესიონალთა შორის საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცვლის მხარდაჭერით.

​​
EMYA / European Museum Year Award - ევროპის წლის მუზეუმის პრემია ევროპის წლის მუზეუმის პრემია (EMYA) შეიქმნა სამი ბრიტანელი დამფუძნებლის - კენეტ ჰადსონის, რიჩარდ ჰოგარტისა და ჯონ ლეტსის მიერ 1977 წელს და ხორციელდება ევროპის საბჭოს ეგდით.

კონკურსი მიზნად ისახავს მოწინავე გამოცდილების აღიარებას ევროპის სამუზეუმო სცენაზე, ხელს უწყობს ინოვაციური პროცესის განვითარებას სამუზეუმო სამყაროში, რომელიც ჯერ კიდევ ტრადიციული ხედვით მოქმედებს და კოლექციებზე უფრო ახდენს ფოკუსირებას, ვიდრე მათ გამოყენებაზე საზოგადოების მოთხოვნების საპასუხოდ.

2019 წლის კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  *   ახალი მუზეუმი ან მუზეუმი, სადაც მოხდა მასშტაბური რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია (არაუმეტეს 3 წლის მანძილზე);
  *   დროებითი ან „ნახევრად მუდმივი“/”Semi-permanent” ექსპოზიციები. მუზეუმები/გამოფენები ღია/დასრულებული უნდა იყოს ჟიურის წევრის ვიზიტის დროისთვის (ზაფხული - ადრეული შემოდგომა 2018) და ხელმისაწვდომი უნდა იყოს 2019 წლის ივნისის ბოლომდე;
  *   მუზეუმები/გამოფენები, რომელიც გახსნილია 3 წელზე მეტი ხნის მანძილზე აპლიკაციის შევსების პერიოდისთვის, არ შეესამება კონკურსის პირობებს.
  *   მუზეუმს არ შეუძლია მონაწილეობის მიღება, თუ მონაწილეობას იღებდა წინა კონკურსებში (2016-2018 წწ.).

გთხოვთ, გაეცნოთ დეტალური ინფორმაციას კონკურსის, პრემიისა და მონაწილეობის შესახებ შემდეგ ბმულზე: EMYA 2019

​დამატებითი კითხვების შემთხვევაში, ​შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ევროპის მუზეუმების ფორუმის საქართველოს კოორდინატორს, ლანა ქარაიას - lana.karaia@gmail.com

2016 წელს ​საქართველოდან ევროპის წლის მუზეუმის კონკურსში, როგორც ნომინანტი, მონაწილეობას იღებდა საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სვანეთის მუზეუმი.