სიახლეები - ფრანკფურტის გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი

ფრანკფურტის გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი

22.11.2017
27 ნოემბერს, გოეთეს ინსტიტუტში გაიმართება ფრანკფურტის გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის (Museum Angewandte Kunst) კურატორის, დოქტორ მარეთ კუფკას საჯარო ლექცია. მარეთ კუფკა ისაუბრებს მის კურატორულ საქმიანობაზე მუზეუმის ფარგლებში და ასევე წარმოგვიდგენს თანამედროვე ქართული მოდის, ხელოვნების, მუსიკის და დიზაინის გამოფენის პროექტს, რომელიც 2018 წლის სექტემბერში ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის კულტურული პროექტის ფარგლებში გაიმართება.
   
  • დასწრება უფასოა!
  • დრო: ორშაბათი, 27 ნოემბერი, 19:00 საათი.
  • მისამართი: თბილისი, ზანდუკელის ქ. 16 (საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი)

გამოყენებითი ხელოვნების მნიშვნელოვანი კოლექციების და ნამუშევრების ფონზე, მუზეუმის ამოცანაა ნათელი მოჰფინოს და დაამყაროს კავშირი ისტორიებს შორის, რომელიც წარსულის, აწმყოს და მომავლის გარშემო ბრუნავს. ცვალებადი გამოფენები, ახალი ფორმით გამოხატავს კულტურულ ფასეულობებს და ცხოვრებისეულ განვითარების ეტაპებს. მუზეუმის ხელახალი გახსნის შემდეგ, აქცენტი აღებულია დიზაინზე და მოდაზე.

დამატებითი ინფორმაცია