სიახლეები - ღია ლექცია - სტოკის თანამედროვე ფოტოგრაფია

ღია ლექცია - სტოკის თანამედროვე ფოტოგრაფია

27.04.2017
ქოლგა თბილისი ფოტო 2017 წლის ფარგლებში, 9 მაისს, 15:00 საათზე, გაიმართება ლექცია თანამედროვე სტოკის ფოტოგრაფიის შესახებ. ლექციას ჩაატარებს სტოკის რუსი ფოტოგრაფი ალექსანდრე მედვედევი.

ლექცია გაიმართება რუსულ ენაზე

რა არის ფოტოგრაფია თანამედროვე სამყაროში? ეს თვითგამოხატვის, კომუნიკაციისა და ისტორიის შექმნის საშუალებაა. ლექციაზე დეტალურად იქნება განხილული, ფოტოგრაფია, როგორც ფულის შოვნის საშუალება, ფოტობანკის მეშვეობით. 
რას უნდა მოელოდეთ, თუკი დამწყები კომერციული Stock ფოტოგრაფი ხართ, ან დიდი ხანია ამ სფეროში მუშაობთ, მაგრამ არ იცით, როგორ უნდა გააგრძელოთ მომავალში ეს საქმე? იქნებ, თქვენი გუნდის გაფართოება ან სრულფასოვანი წარმოების წამოწყება გსურთ? ყველა ამ შეკითხვაზე (და არამხოლოდ) პასუხს ლექციის ფარგლებში მიიღებთ. ამასთანავე, განხილული იქნება stock ფოტოგრაფიის ევოლუციის საკითხები და ის, თუ რას ნიშნავს stock ფოტოგრაფია თანამედროვე სამყაროში. 

ლექციაზე განიხილება თემები:
1.რა იყო სტოკი გუშინ და რა არის ის დღეს?
2. როგორ უნდა მოვხვდეთ ბაზარზე და დავიწყოთ გაყიდვა?
3. საჭიროა თუ არა გუნდი?
4. რისგან შედგება გადაღება?
5. ადგილმდებარების მნიშვნელობა ფოტოგრაფიისთვის 
6. კრეატიულობა სტოკ ფოტოგრაფიაში
7. რა არის ტრენდი ფოტოგრაფიაში და როგორ უნდა მივსდიოთ მას

ღონისძიების დეტალები იხ. ბმულზე.