სიახლეები - ინგლისური ენის უფასო სასწავლო კურსები

ინგლისური ენის უფასო სასწავლო კურსები

24.01.2019

2018 წელს შემოქედებითი საქართველოს,  თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის და Advantage Creative-ის კონსორციუმის პროექტმა UpStart გაიმარჯვა ბრიტანეთის საბჭოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში Creative Spark. პროექტი სამეწარმეო განათლების თსს აკადემიის პროგრამებში ინტეგრირებასა და შემოქმედებითი ინკუბატორის დაფუძნებას გულისხმობს. პროექტის პარტნიორები არიან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (საქართველო); Creative Advantage (დიდი ბრიტანეთი); შემოქმედებითი საქართველო (საქართველო); Creative Solution (საქართველო).

პროექტის ფარგლებში თსს აკადემია ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით გთავაზობთ ინგლისური ენის ცოდნის გასაუმჯობესებელ ორ სასწავლო კურსს. კურსები თსს აკადემიის სტუდენტებისთვის, კურსდამთავრებულებისთვის და პერსონალისთვის სრულიად უფასოა და წარმოადგენს პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ – სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის - ნაწილს. კურსი სრულიად ფინანსდება ბრიტანეთის საბჭოს მიერ.

პირველი კურსი შედგება ორი ნაწილისგან: ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი და საკარიერო უნარ-ჩვევების განსავითარებელი კურსი ინგლისურად. პირველი კურსის გავლა უსასყიდლოდ შეგიძლიათ შემდეგი ბმულიდან.

მეორე კურსი Learn English Select საჭიროებს რეგისტრაციას, კურსის საშუალო ხანგრძლივობა 20-25 კვირაა. და შედგება შემდეგი საფეხურებისგან:

Learn English Select Beginner
Learn English Select Elementary
Learn English Select Pre-Intermediate 1
Learn English Select Pre-Intermediate 2
Learn English Select Intermediate
Learn English Select Upper-Intermediate

თითოეული საფეხური შედგება 40 ინდივიდუალური გაკვეთილისგან

აღნიშნული კურსი ხელმისაწვდომია მხოლოდ თსს აკადემიის სტუდენტებისთვის, კურსდამთავრებულებისთვის და პედაგოგებისთვის და სრულიად უფასოა მათთვის. ამისთვის საჭიროა ტექსტის ბოლოს მითითებულ ბმულზე მარტივი სარეგისტრაციო ფორმის შევსება.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ბრიტანეთის საბჭო თქვენს მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე დაგიკავშირდებათ და მათი დახმარებით გაივლით რეგისტრაციის მეორე ეტაპს.

რეგისტრაციის ბოლო ვადა 16 თებერვალია.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია

გთხოვთ რეგულარულად შეამოწმოთ თქვენს მიერ სარეგისტრაციო ფორმაში მითითებული ელექტრონული ფოსტა 2019 წლის 18 თებერვლის შემდეგ.

შენიშვნა:
სია გაიფილტრება და ბრიტანეთის საბჭოს გადაეგზავნება მხოლოდ თსს აკადემიის რეალური სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და პედაგოგების სია, ზემოთ თქმულიდან გამომდინარე.

არც ერთი კურსი არ არის კრედიტებით დატვირთული და მათი გავლა არ ათავისუფლებს თსს აკადემიის სტუდენტს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული, ინგლისური ენის შემსწავლელი სავალდებულო ლექციებისგან.

შეკითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ მისამართზე working.space2019@gmail.com

გისურვებთ წარმატებას!