სიახლეები - კახეთი ეტაპი I - მოგზაურობა შემოქმედებით საქართველოში

კახეთი ეტაპი I - მოგზაურობა შემოქმედებით საქართველოში

26.07.2017

საინფორმაციო ტური რეგიონების მასშტაბით გრძელდება!

31 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით, შემოქმედებითი საქართველო სტუმრობს კახეთს!

ორგანიზაციის თანამშრომლები პრეზენტაციას გამართავენ საგარეჯოში, სიღნაღში, წნორში და დედოფლისწყაროში.  შეხვედრაზე გაანალიზდება ადგილობრივი რესურსების შესახებ ინფორმაცია და განიხილება საინტერესო მაგალითები შემოქმედებითი მეწარმეობის განვითარების მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში, დამსწრე საზოგადოება გაეცნობა ინფორმაციას  ევროკავშირის პროგრამა “შემოქმედებითი ევროპიდან” დაფინანსების მიღების გზების და საშუალებების შესახებ.

შეხვედრები დიალოგის ფორმატში ჩატარდება და აუდიტორია უკეთესად გაიცნობს შემოქმედებით ინდუსტრიებსა და მის  სარგებელს როგორც ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაში, ისე რეგიონების განვითარებაში.

  • საგარეჯო​, 31 ივლისი, 12:00 სთ - კულტურის სახლი

  • სიღნაღი, 1 აგვისტო, 11:00 სთ - რესურს ცენტრი

  • წნორი​, 1 აგვისტო, 17:00 სთ - ცოდნის კაფე

  • დედოფლისწყარო, 2 აგვისტო, 13:00 სთ - გამგეობის შენობა

 

შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია

გელით !


დამატებითი ინფორმაცია