სიახლეები - კახეთი ეტაპი II - მოგზაურობა შემოქმედებით საქართველოში

კახეთი ეტაპი II - მოგზაურობა შემოქმედებით საქართველოში

21.08.2017

საინფორმაციო ტური რეგიონების მასშტაბით გრძელდება!

31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით, შემოქმედებითი საქართველო აგრძელებს საინფორმაციო ტურს კახეთში!

ორგანიზაციის თანამშრომლები პრეზენტაციას გამართავენ თელავში, გურჯაანში, ყვარელში და ახმეტაში.  შეხვედრაზე განიხილება ადგილობრივი რესურსები და საინტერესო მაგალითები შემოქმედებითი მეწარმეობის განვითარების მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში, საზოგადოება გაეცნობა ინფორმაციას  ევროკავშირის პროგრამა “შემოქმედებითი ევროპიდან” დაფინანსების მიღების გზების და საშუალებების შესახებ.

შეხვედრები დიალოგის ფორმატში ჩატარდება და აუდიტორია უკეთესად გაიცნობს შემოქმედებით ინდუსტრიებსა და მის  სარგებელს როგორც ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაში, ისე რეგიონების განვითარებაში.

  • თელავი, 31 აგვისტო, 13:00 სთ - დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი

  • გურჯაანი, 1 სექტემბერი, 12:00 სთ - ბიბლიოთეკის დარბაზი

  • ყვარელი, 1 სექტემბერი, 17:00 სთ - ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმი

  • ახმეტა, 2 სექტემბერი, 12:00 სთ - კულტურის ცენტრი

შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია

გელით !

 

დამატებითი ინფორმაცია