სიახლეები - კერამიკის სემინარი ლოპოტას კომპლექსში

კერამიკის სემინარი ლოპოტას კომპლექსში

21.09.2017

 

  • 5 სექტემბერს, ლოპოტას კომპლექსში, სსიპ შემოქმედებითი საქართველოს ორგანიზებით, შემოქმედებითი ინდუსტრიების უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრის ფარგლებში, კერამიკის სემინარი გაიმართა. სემინარს გაუძღვა სპეციალურად მოწვეული ტრენერი, გერმანიაში მცხოვრები კერამიკის ოსტატი ნონა ოთარაშვილი-ბეხერი. ერთი დღის მანძილზე, მონაწილეებმა დაამზადებენ კერამიკის ნაკეთობები. სემინარიდან ერთი თვის ვადაში, მოწვეულ სტუმრებს დაეგზავნებათ თავიანთი ხელით დამზადებული კერამიკის პროდუქცია.

 

  • სემინარის მიზანი, სხვადასხვა სექტორის (სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები, კერძო სექტორი, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციები და სტრუქტურები, ფონდები და მედიასექტორი), ჩართულობა შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაში იყო. აღნიშნულის მისაღწევად, სემინარის ფარგლებში - სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები უშუალოდ ჩაერთნენ შემოქმედებით პროცესში და გაეცნენ შემოქმედებითი ინდუსტრიების შესახებ საინტერესო ინფორმაციას.

 

  • დიდი მადლობა ლოპოტას კომპლექსს ჩვენი მასპინძლობისთვის, ასევე ნაფარეულის სახელოსნოებს და Keramik Werskstatt Fabrik-ს ჩვენი პარტნიორობისთვის.

 

ორგანიზატორები და პარტნიორები:

  • შემოქმედებითი საქართველო

  • ლოპოტას კომპლექსი

  • ნაფარეულის სახელოსნოები

  • კერამიკის სახელოსნო Keramik Werkstatt Fabrik (გერმანია) ხემძღვანელი ნონა ოთარაშვილი-ბეხერი

პროექტის კოორდინატორი:  მართა თაბუკაშვილი

სემინარის ტრენერი: ნონა ოთარაშვილი-ბეხერი

კერამიკის ამომყვანი: ალექსი გენგაშვილი, ირაკლი ხანთაძე