სიახლეები - შემოქმედებითი საქართველოს კითხვარი

შემოქმედებითი საქართველოს კითხვარი

28.06.2018
შემოქმედებითი საქართველოს მიერ იგეგმება შემოქმედებითი ინდუსტრიების ვებ-პლატფორმის შექმნა. პროექტის სრულყოფისა და საზოგადოების რეალურ საჭიროებებზე მორგებისთვის, აუცილებელია შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლების, ამასთანავე, დაინტერესებული საზოგადოების აქტიური ჩართულობა. 

ამ მიზნით, პროექტზე მომუშავე გუნდმა მოამზადა მოკლე კითხვარი, რომელიც დაეხმარებათ გაითვალისწინონ საზოგადოების რჩევები და შენიშვნები.

დამატებითი ინფორმაცია ვებ-პლატფორმის პროექტთან დაკავშირებით:

სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მისია შემოქმედებითი მეწარმეობის განვითარებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნაა. აღნიშნულის განხორციელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული, ეფექტური და ეფექტიანი მექანიზმი ისეთი ვებ პლატფორმის ჩამოყალიბებაა, რომელიც შეასრულებს უნივერსალური ინფორმატორის, მასწავლებლის, მენტორის, ინვესტორის, კატალიზატორის როლს.
პროექტის ფარგლებში შეიქმნება მრავალშრიანი ვებგვერდი, რომელიც შედგენილი იქნება შემდეგი კომპონენტებისგან:

1. საინფორმაციო გვერდი/პლატფორმა - დაინტერესებულ ადამიანს მიაწვდის სრულყოფილ ინფორმაციას შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის, შესაბამისი სიახლეების, დაფინანსების, განათლების საშუალებებისა და სხვადასხვა ღონისძიების შესახებ.

2. ვირტუალური ქსელი - დაკავშირდი - მომხმარებელს გაუმარტივებს საჭირო ადამიანების მოძიებას, შეუქმნის საკუთარი ნამუშევრების წარდგენის შესაძლებლობას, ხელს შეუწყობს პროფესიული გამოცდილებისა და ცოდნის გაცვლას, დასაქმებას (ვაკანსიების გვერდის საშუალებით) ერთმანეთთან დააკავშირებს როგორც შემოქმედებით სექტორში მოღვაწე ადამიანებს, ისე, ზოგადად შემოქმედებითობასა და მეწარმეობას.

3. ვებ ინკუბატორი - გადამზადების პროგრამა, რომელიც შემოქმედებითი იდეების მქონე ადამიანებს გადასცემს შემოქმედებითი ბიზნესის შექმნისთვის საჭირო ცოდნას, უნარებს და დაეხმარება ბიზნესპროექტების ჩამოყალიბებაში.

4. დაფინანსების/ქრაუდფანდინგის ბაზა - დამატებითი ფინანსების მოძიების ახალ მექანიზმს შექმნის შემოქმედებითი სტარტაპებისთვის.

5. მონაცემთა ბაზა - ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მისცემს საშუალებას მიიღოს და დაამუშაოს სტატისტიკური ინფორმაცია შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და ზოგადად კულტურის სფეროს შესახებ.

ვებ-პლატფორმის პროექტის ფარგლებში, თითოეული კომპონენტის მიხედვით დაიგეგმება და განხორციელდება სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის ლექციები, საინფორმაციო შეხვედრები, ტრენინგები, რეალური საინკუბაციო პროგრამები, კვლევები, ჰაკათონები და სხვა.

შემოქმედებითი ინდუსტრიების კლასიფიკაცია.