სიახლეები - კონკურსი ახალგაზრდა დამწყები დიზაინერებისათვის

კონკურსი ახალგაზრდა დამწყები დიზაინერებისათვის

03.04.2017
კომპანია "Runaway Lover "-ი აცხადებს კონკურსს ახალგაზრდა დამწყები დიზაინერებისათვის. 

შექმენი ტანსაცმლისა ან ფეხსაცმლის საკუთარი კოლექცია წელიწადის კონკრეტული სეზონისათვის 15-35 წლამდე ქალბატონებისათვის, მოარგე შენი სტილი თბილისს.

საკონკურსო მოთხოვნები: 

** წარმოდგენილი კოლექცია უნდა მოიცავდეს მინიმუმ ათ მოდელს (Casual).
** კოლექციის ყველ მოდელი შექმნილი უნდა იყოს უშუალოდ ამ კონკურსისათვის და კონკურსის დასრულებამდე არ უნდა იქნეს განთავსებული სხვადასხვა ვებ გვერდებსა და სოციალურ ქსელში.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: 

1. 10 საუკეთესო დიზაინერის შერჩევა 
2. ღია საკონკურსო რეჟიმში კომპანიის წარმომადგენლებისა და კონკურსანტების თანდასწრებით საკუთარი კოლექციის პრეზენტაცია.

შეირჩევა ერთი ფეხსაცმლისა და ერთი ტანსაცმლის კოლექცია, რომლებიც შეიკერება კომპანია Runaway lover-ის ფინანსური უზრუნველყოფით საზღვარგარეთ და გაიყიდება ექსკლუზიურად კომპანია Runaway Lover-ის მაღაზიაში თბილისში კონკურსში გამარჯვებული დიზაინერის სახელით.

გათვალისწინებულია ფინანსური ანაზღაურება.

გთხოვთ გააგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ესკიზები 25 აპრილამდე შემდეგ მისამართზე: თბილისი, საირმის გორა 45/48.
დეტალური ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: 557282400 ან 599733663 

კომპანია იღებს ვალდებულებას არ გამოიყენოს კონკურსში წარმოდგენილი მოდელები კონკრეტული დიზაინერის თანხმობის გარეშე.

ინფორმაციის წყარო - http://www.jobs.ge/136306/