სიახლეები - კონკურსი: ფესტივალების ხელშეწყობა

კონკურსი: ფესტივალების ხელშეწყობა

08.02.2019
კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ხელოვნების პერიოდული ფესტივალების განვითარებას და მათ მდგრადობას.

კონკურსის პრიორიტეტებია ფესტივალების ხელშეწყობა თანამედროვე ხელოვნების, ფოტოგრაფიის, მოდისა და დიზაინის, პერფორმატიული ხელოვნების და ექსპერიმენტული მუსიკის მიმართულებით.



ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება

საქართველოში რეგისტრირებულ: საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, არასამთავრობო და კომერციულ ორგანიზაციებს.

პროექტით გათვალისწინებული თანხის მოცულობა

კონკურსის ფარგლებში სსიპ „შემოქმედებითი საქართველოდან“ მოთხოვნილი მაქსიმალური თანხა არ უნდა აღემატებოდეს 35,000 ლარს (ყველა გადასახადის გათვალისწინებით). აღნიშნული თანხა არ უნდა ითვალისწინებდეს ფინანსური აქტივების და ინფრასტრუქტურული მომსახურებების შესყიდვას.

კონკურსის ვადები

1. საკონკურსო განაცხადები მიიღება წელიწადში ორჯერ: 2019 წლის 8 თებერვლიდან - 6 მარტამდე და 2019 წლის 6 ივნისიდან - 5 ივლისამდე;
2. გამარჯვებულ პროექტებზე გადაწყვეტილებას იღებს სპეციალურად მოწვეული კომისია საპროექტო განაცხადის მიღების ვადის ამოწურვიდან 10 სამუშაო დღეში;
3. პროექტით გათვალისწინებული აქტივობების დაწყება შესაძლებელია მხოლოდ გამარჯვებულ აპლიკანტთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, რომელიც გაფორმდება კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა;
4. ყველა პროექტი უნდა დასრულდეს და საბოლოო ფინანსური და შინაარსობრივი ანგარიში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2019 წლის 1 დეკემბრისა.
 
გადმოსაწერი მასალები:

გადმოწერეთ კონკურსის პირობების, განცხადების და ბიუჯეტის ფორმის ფაილები

შენიშვნა: განცხადების ფორმის შესავსებად დაგჭირდებათ ქართული ფონტი აკად ნუსხური, ფონტის კომპიუტერში არარსებობის შემთხვევაში, გთხოვთ გადმოწერეთ და დააინსტალირეთ.

გადმოწერეთ ფონტი: აკად ნუსხური
კონკურსთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტით მისამართებზე: dato@creativegeorgia.ge ან khatiatchokhonelidze@gmail.com

კონკურსი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიცირებით და მხარდაჭერით.